კალაძე - ჩვენ ვალდებულები ვართ ყველა მოკლულის, ყველა დაკარგულის და იძულებით გადაადგილებულის წინაშე

Image

ჩვენ ვალდებულები ვართ ყველა მოკლულის, ყველა დაკარგულის და იძულებით გადაადგილებულის წინაშე, აფხაზების წინაშე, რომ ეს კონფლიქტი ისტორიის წარსულში დავტოვოთ და ერთობლივ მომავალზე ვიმუშავოთ, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერის კახი კალაძის განცხადებაშია ნათქვამი. 


"1993 წლის 27 სექტემბერს დაეცა სოხუმი. ამ დღეს დაიწყო ახალი ტკივილიანი ეტაპი თითოეული ჩვენგანის, ქართველის და აფხაზის ცხოვრებაში. ეს იყო ძმათამკვლელი ომი, სადაც გამარჯვებული არ ყოფილა. ეს იყო ტრაგედია, რომლის ნაიარევი ერთად უნდა მოვიშუშოთ და გზა შერიგებისკენ ერთად გავიაროთ - ქართველებმა და ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა ნებისმიერმა მოქალაქემ", - აცხადებს კალაძე. 

 


მისივე თქმით, 1992-1993 წლების უმძიმესი კონფლიქტი მოუშუშებელი ჭრილობად რჩება ენგურის და მავთულხლართების ორივე მხარეს - ქართველების, აფხაზების გულებში. 

 


"ჩვენ დავკარგეთ ძმობა და ერთობა, ერთი საერთო მიწა-წყლის შვილებმა. უკვე ვიტირეთ ჩვენი დაღუპულები, გამოვიგლოვეთ ჩვენი სიძულვილი და გაუცხოება-დრო ტკივილს ვერ მოარჩენს, მაგრამ, დრო უნდა ყველა შეცდომის და დანაკარგის გაანალიზებას, დამარცხებულის კომპლექსის მოშორებას და ახალი მომავლის, ახალი ურთიერთობების დალაგებისთვის ყველა რეალური პირობის შექმნას.

 

ჩვენ ვალდებულები ვართ ყველა მოკლულის, ყველა დაკარგულის და იძულებით გადაადგილებულის წინაშე, აფხაზების წინაშე, რომ ეს კონფლიქტი ისტორიის წარსულში დავტოვოთ და ერთობლივ მომავალზე ვიმუშავოთ. ჩვენ დავბრუნდებით", -ნათქვამია კახა კალაძის განცხადებაში. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?