
,,26 წლის ძმა წამებით მომიკლა დაჯგუფებამ ბექაურების ხელმძღვანელობით, მკვლელები დასჯილები არ არიან,“– ამის შესახებ გადაცემა ,,რეაქციაში“ მისულმა გარდაცვლილის მიხეილ წიკლაურის დამ განაცხადა.
გადაცემაში სპეციალურად ამ განცხადების გასაკეთებლად მისული ქალბატონი აცხადებს, რომ მკვლელობა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ორბეთში 4 თვის წინ მოხდა.
მისი ძმა, რამდენიმე ადამიანმა ცემით მოკლა, თუმცა იძებნება მხოლოდ ერთი ეჭვმიტანილი.
,,არსებობს მოწმე, რომელიც ამბობს როგორ აწამა ჩემი ძმა რამდენიმე პიროვნებამ, როგორ ურტყამდნენ სახეში და ყვლეგან ე.წ. ,,მანტიროვკით“ კეტით და ა.შ. თუმცა იძებნება ერთადერთი ადამიანი სერგო ბექაური, რომელიც ადრე ნასამართლევი იყო და მისჯილი ჰქონდა 11 წელი, მაგრამ მან სამი წელი მოიხადა და გამოვიდა ციხიდან ამნისტიით,“– ამბობს წიკლაურის და.
გადაცემაში, ვიდრე გარდაცვლილის და საუბრობდა, ,,რეაქციას“ პროდუსერს შს სამინისტროდან შეატყობინეს, რომ ერთ ადამიანს, რომელიც არის მკვლელობასი ბრალდებული პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა, ის ამ დროისათვის არის ძებნილი.