საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ნიუ-იორკში მცხოვრებმა ქართველებმა აქცია მოუწყვეს, როცა ის, შენობიდან გამოსული, მანქანაში ჯდებოდა. "პუტინის მონა!", "მკვლელო!" - ამ შეძახილების გარდა, აქციის მონაწილეებმა უცენზურო ტერმინოლოგიაც გამოიყენეს.
აქციაში აშშ-ში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდები, ძირითადად, მამაკაცები მონაწილეობდნენ. იმის გამო, რომ ვიდეომასალა შეიცავს უცენზურო ფრაზებს, "აფხაზეთის ხმა" არ აქვეყნებს მას.