
სინოპტიკოსების ცნობით, წვიმა დასავლეთ საქართველოში დღესაც შენარჩუნდება. კერძოდ, ზოგან ძლიერი, ზოგან ძალიან ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი.
მათივე ინფორმაციით, დღეს დასავლეთ საქართველოში მაქსიმალური ტემპერატურა +14, +18 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +16 +21 გრადუსი იქნება.
თბილისში +20 გრადუსია მოსალოდნელი.
დღეს, დღის მეორე ნახევრიდან ძლიერი ქარია თბილისში. ქარის სიჩქარე განსაკუთრებით დედაქალაქის გარეუბნებში შეიმჩნევა.