
საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ახლადშექმნილ არასამთავრობო ორგანიზაციას „თავისუფალი თაობა“ ნაცისტურ ორგანიზაცია Sturmabteilung-ს ადარებს.
"თავისუფალი თაობა", "შმავისუფალი თაობა"...
რას წვალობს ეს საბრალო "ხელისუფლება", ვერ გაიგებ. დაარქვი რა SA, ანუ Sturmabteilung, თუ მაინც ხსენებული ორგანიზაციის კოპიოს აკეთებ.
ჩააცვი ყავისფერი პერანგები, წააკითხე (თუ კითხვა იციან; ისე, კარგია, რომ არ იცოდნენ!) ფიურერის და რემის ნააზრევი პოლიტიკური მოწინააღმდეგის ფიზიკური დათრგუნვის და განადგურების შესახებ, შესძახე "ფას!" და მიუქსიე!
თორემ რაღაც "თავისუფალი" შეიტანეს დასახელებაში. აბნევს, "ხელისუფლება", ეს თქვენს მხარდამჭერებს, ძალიან აბნევს.
და კიდევ ერთი რჩევა: ამ ახალგამომცხვარ "მოერიშეებს" არ მოუყვეთ (კითხვა თუ არ იციან), როგორ დაამთავრეს "მოღვაწეობა" მარშალმა რემმა და მისმა რაზმელებმა“, - წერს დიპლომატი „ფეისბუქში“.
შეგახსენებთ, რომ „თავისუფალი თაობა“ ლადო სადღობელაშვილმა დააფუძნა. მათი პირველი აქცია „თავისუფალი ზონის“ ოფისთან, ამ ორგანიზაციის თვითლიკვიდაციის მოთხოვნით ჩაატარეს, რაც მათი ცხრა წევრის დაკავების საბაბი გახდა