
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში მდინარე ბჟუჟას ადიდების შედეგად ათამდე სახლი და სოფლის სკოლა დაიტბორა.
მიმდინარეობს მობინადრეების ევაკუაცია.
ადიდებულმა მდინარემ ჯებირები მოანგრია და გზის ნაწილიც დააზიანა.
რამდენიმე სახლის პირველი სართული სრულად დაიტბორა, წყლის დონე ნახევარ მეტრს აღწევს.
ადგილზე სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული.
„კვირა“