-
2014-01-20 12:14
18 იანვარს ბათუმში „პუმას“ მაღაზია გაქურდეს - ინფორმაციას გაზეთი „ბათუმელები“ ავრცელებს.
გაზეთის ცნობით, ქურდობა ბათუმის „პუმას“ მაღაზიაში 18 იანვარს მოხდა და ზარალმა დაახლოებით 1.500 ლარი შეადგინა:
„ზარალი არის 1500 ლარამდე. მაღაზიის წინ სათვალთვალო კამერა დამონტაჟებულია და ობიექტი დაცვაზეც არის აყვანილი, თუმცა ეჭვმიტანილმა მაღაზიის გაქურდვა 30 წამში მოახერხა. დაცვის პოლიცია სამ წუთში მოვიდა“-აცხადებს „პუმას“ მენეჯერი ბიძინა მაკარაძე.
გაზეთი წერს, რომ მაღაზიის გაქურდვის ფაქტს ადასტურებენ შსს-შიც.
გაზეთ "ბათუმელების" ფოტო
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-04-23 01:31
-
2017-04-23 01:19
-
2017-03-23 16:40
-
2017-03-09 14:43