
სოციალურ ქსელში გავრცელებული ქორწილის ვიდეორგოლთან დაკავშირებით თემურ წიკლაური გააკრიტიკეს, რომელიც საქართველოს ჰიმნს ასრულებს.
„მე მილიონ ქორწილში ვარ ხოლმე, არც მახსოვს, სად იყო ეს ქორწილი, ვისი იყო.
მე დამიძახებენ ქორწილში და მივდივარ, სად ვარჩიო, ვინ ვინ არის?! მეგის ქარდავას პირადად ვიცნობ კი არა, ვერც ვიხსენებ.
არც ის მახსოვს, ქორწილში როდის ვიყავი... ჩემს ქვეყანაში სადაც მინდა, იქ ვიმღერებ და როცა მინდა!... ყველა ჩემიანია.. რა ვიცი ახლა, ვინ არის ხალხის მწამებელი?! იქ ვიდექი და ვუყურებდი, როგორ აწამებდა ადამიანებს?!
ეგ ქორწილი თუ სააკაშვილის მეფობის დროს იყო, მაშინ ვინ იყო მწამებელი და ვინ არა, ღმერთმა უწყის.. მიშა რომ იყო მეფე, ვინ რა იცოდა, ვინ წინ იყო და უკან...
დაგიძახებდნენ ქორწილში და უნდა მისულიყავი, ანგარიშს ხომ არ ჩამაბარებდნენ, გუშინ ხალხი ვაწამე და დღეს ქორწილი მაქვსო?! ეს ყოველთვის ასეა.
ახლა ვერც გავიგე, ვინ არის ჩვენი მეფე, მაგრამ არც ახლა ვიცით, ვინ ვის აწამებს. დღეს ვინმეს ქოწილში რომ ვიმღერო, მერე ვიღაც მეშვიდე მეფე მოვა და ის მეტყვის, იმათ ქორწილში რა გინდოდაო!?
სისულელეა, მე ჩემს საქართველოში ვცხოვრობ და სადაც მინდა იქ ვმღერი!.. თუმცა რომ ვიცნობდე, მწამებელთან და კაცის მკვლელთან რატომ ვიმღერებ?! მე თუ ეგრე მიცნობს ჩემი ქვეყანა, წასულა საქმე და ეგ არის! ეგ ქორწილი სააკაშვილის დროს ყოფილა და აბა ერთი არ მისულიყავი, კარგი ბიჭი იყავი...
არა, მე არავისი არ მეშინოდა და არც ახლა მეშინია... უბრალოდ, მე ყველა ქართველს ვუმღერი და რა ვიცი, ვინ მკვლელია და ვინ გათახსირებული?!
არ ვიცოდით და ან მერაბ სეფაშვილის რა ბრალია, ან ბუბა კიკაბიძის და ან ჩემი?! ეს ხომ საქართველოა შვილო, ოღონდაც ვინმეს ჩირქი მოსცხონ და სხვა არაფერი აინტერესებთ!
მეგის ქარდავას სახელით და გვარითაც ვერ ვიხსენებ, ქარდავა ერთი ძმაკაცი მყავდა სოხუმელი, ომის დროს მოკლეს, დიდებული ბიჭი –აცხონოს ღმერთმა! სხვა ქარდავას მე პირადად დღემდე არ ვიცნობ...“, - აცხადებს თემურ წიკლაური.
„კვირის პალიტრა“