-
2014-09-23 14:11
„მარაო რუსთავი 2“-ის ანონსმა,სადაც წყვილი ერთმანეთს კოცნის, სოციალურ ქსელში სკანდალი გამოიწვია.
თუმცა წყვილი მიიჩნევს, რომ ცოლ-ქმრის კოცნაში საგანგაშო არაფერია.
„სერთოდ არც მიფიქრია, რომ ეს ვინმეს არ ესიამოვნებოდა. რატომ არ უნდა ვაკოცო ჩემ მეუღლეს? არ მესმის.
არ ვიცი, რატომ გამოიწვია ამ ანონსმა აზრთა სხვადასხვაობა. შესაძლოა, ჰგონიათ, რომ ცოლ-ქმარი ერთმანეთს არ ჰკოცნის“, - აცხადებს სალომე ჭაჭუა „რეიტინგთან” საუბარში.
გიორგი ვარდოსანიძე კი აღნიშნავს, რომ ცოლი რომ ქმარს აკოცებს, ეს სკანდალი არ არის.
„როგორ არა, ხდება ხოლმე ასეც, ვიღაცამ პირველად იყიდა ტელევიზორი, ჩართო და ნახა, რომ ორი ადამიანი კოცნის ერთმანეთს.
რა თქმა უნდა, იფიქრებდა, ეს რა უბედურებააო. სერიოზულად თუ ვიტყვი, გამეცინება.
ინტერნეტში ვნახე, სკანდალიო, ამ ანონსზე ეწერა. ვიფიქრე, ხომ არ ავცდი და ვერ ვაკოცე-მეთქი.
ცოლი რომ ქმარს აკოცებს, არ არის ეს სკანდალი“, - აცხადებს ვარდოსანიძე.