
როგორც იუმორისტი იხსენებს, კოლეგა და მეგობარი დავით როსტომაშვილი 15 წლის წინ სუფრასთან გაიცნო.
„დაგვიანებით მივედი. ხალხი მოვიკითხე, რამდენიმემ ფოტო გადაიღო. ერთმა სვანმა შემომიტია:
„რა წესია ეს? აგერ ახლა ორნი წავალთ და მარტო დავბრუნდები, სუფრის არევას არავის ვაპატიებ“, - იქადნება, რა! მეთქი ვინაა ეს შუშისთვალებიანი.
მაშინ არეული დრო იყო. ვუთხარი: ბიჭო, რა გინდა, შავები გინდა, წითლები გინდა, რა გინდა, თავი დამანებე-მეთქი.
გულში ვფიქრობ, ეს ვინ არის, მთელი საღამო ჩამამწარა-თქო. მივდივარ და გზაში მომაძახა: „მიწა-წყალოო“, - ეგ იყო დათო როსტომაშვილი.
ასე გავიცანი როსტიკა. როცა მიხვდი, რომ სვანი კი არა, კახელი იყო, ასე არაფერი გამხარებია.
მერე ბატონ ჯემალ ბაღაშვილს მოვუყევი, რა მაგარი ბიჭი ვნახე. მერე როსტიკამ მისცხო და მისცხო“, - იხსენებს ბესო ბერულაშვილი.
„თბილისელები“