ეკა კვესიტაძემ სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილეს უპასუხა

Image

მას შემდეგ, რაც სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ გადაცემა "განსხვავებული აქცენტების" წამყვანს ეკა კვესიტაძეს "ფეისბუქის" საშუალებით მიმართა და გადაცემასთან დაკავშირებით გამოეხმაურა, ჟურნალისტმა მას ამავე ფორმით უპასუხა.

 

"შაბათს ჩვენს გადაცემაში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა სასჯელაღსრულების მინისტრმა. ამის შემდეგ მისმა მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ წერილი მომწერა ფბ-ზე. მაგრამ, რაც არ უნდა უცნაური იყოს, ის არ დათანხმდა სამშაბთს გადაცემა "არჩევანში" მონაწილეობას. . სადაც მე შემეძლო მის ყველა პრეტენზიაზე დასაბუთებული პასუხი გამეცა და კიდევ უფრო მეტი აუდიო მასალა მეჩვენებინა.

 

რატომ ამბობენ სასჯელაღსრულების მაღალჩინოსნები პირდაპირ ეთერში საუბარზე უარს, ამის მიზეზი ადვილი მისახვედია. მაგამ რადგან ბნ. თალაკვაძემ წერილობით მომმართა, მას მე ასევე წერილობით ვპასუხობ:

 

ბატონო არჩილ, მოგესალმებით - მიხარია, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრო ასეთი ფორმით მაინც გამოეხაურა ჩვენს გადაცემას. თუმცა, უპრიანი იქნებოდა, თქვენ ან თავად მინისტრს, (რომელიც დავპატიჟეთ და უარი გვითხრა), გადაცემაში მიგეღოთ მონაწილეობა და იქ, უფრო დიდი აუდიტორიის წინაშე გამოგეთქვათ თქვენი პრეტენზიები. მაგრამ, რადგან ასეთი ფორმით ისურვეთ კომუნიკაცია, მეც მზად ვარ წერილობითვე ვუპასუხო თქვენს შენიშვნებს.

 

თქვენ ამბობთ. 1. ე.წ. "რეზბალნიცა", რომელიც თქვენს გადაცემაში საკონფერენციო სივრცედ არის აღწერილი, 2013 წლიდან 2014 წლის 1 ივლისამდე დახურული იყო კაპიტალურ რემონტზე. 2014 წლის 1 ივლისიდან ის აღარ არის "რეზბალნიცა", არამედ სამოქალაქო სტანდარტით ლიცენზირებული "ცენტრალური საავადმყოფოა", საკმაოდ ეფექტურად მუშაობს და პაციენტის დაყოვნება მასში 5.6 დღეა.

 

მე გპასუხობთ - ჩვენ გადაცემაში გარკვევით ვთქვით, რომ ეს ჩანაწერები ძირითადად 2013 წელს არის გაკეთებული, არსად არ გვიხსენებია 2014 წელი. თქვენ კი არ აზუსტებთ, 2013 წლის რომელი თვიდან დაიწო ე.წ. „რეზბალნიცას“ რემონტი. სამაგიეროდ, ჩვენ ვაწუსტებთ, ამ დაწესებულებიდან გაკეთებული ჩანაწერები ჩვენი წყაროს ინფორმაციით 2013 წლის 18 მარტით. ასე რომ, ამ არგუმენტს ვერანაირად ვერ მივიღებთ.

 

თქვენ ამბობთ. 2. მსჯავრდებულები, რომელიც თქვენს გადაცემაში "რეზბალნიცაზე" იმყოფებიან და კონფერენციებს ხელმძღვანელობენ, სინამდვილეში იქ არ იმყოფებიან. სიმართლე: როცა სისტემა ჩავიბარეთ რეფორმისთვის, ერთ-ერთი მათგანი იქ დაგვხვდა "მუდმივად შესახლების" სტატუსით და სათანადო მკურნალობის შემდეგ მალევე გავწერეთ. მეორე კი 3 წლის განმავლობაში დღეის ჩათვლით, იქ არასოდეს ყოფილა. მზად ვარ დღესვე დაგპატიჟოთ ამ დაწესებულებაში, ყველა პალატა და ასევე პაციენტთა სარეგისტრაციო მონაცემები დაგათვალიერებინოთ (დიაგნოზების გარეშე), რომ თავად დარწმუნდეთ ამაში.

 

მე გპასუხობთ - კარგია, რომ თავადვე აღიარებთ, რომ ერთ-ერთი მსჯავრდებული ამ დაწესებულებაში მუდმივი შესახლების სტატუსით იმყოფებოდა. ეს ჩანაწერებიც სწორედ იმდროინდელიაა. ასე რომ, გმადლობთ, რომ თავად დაგვიდასტურეთ ეს ფაქტი.

 

თქვენ გვწერთ 3. საკნებში გადაღებული კადრები, რომელიც თქვენი გადაცემისთვის გამოიყენეთ, 2012 წლის მარტსა და აგვისტოშია youtube-ზე ატვირთული, ხელისუფლება კი 2012 წლის ოქტომბერში შეიცვალა. შესაბამისად, იმ კადრების "ზედდება" ახლანდელი ადმინისტრაციის კრიტიკისთვის განკუთვნილ გადაცემაზე, რომელიც მის პასუხისმგებლობას ვერანაირად ვერ უკავშირდება - ერთგვარი სპეც-ეფექტი მგონია, რომელიც როგორც მინიმუმ მედიაში "ხარისხის კონტროლის" (Q - კ.ჟ. ბერტრანი) პრინციპებს ეწინააღმდეგება. მე რომ ჟურნალისტი ვიყო, ასევე გამიჩნდებოდა კითხვა, როგორ მოახერხეს მაგ კადრებში აღწერილმა პატიმრებმა ერთად შეკრება წინა წლების მკაცრი რეჟიმის პირობებში?

 

მე გპასუხობთ. არსად, ხაზს ვუსვამ, არსად ჩვენ არ გვითქვამს, რომ ის ვიდეო მასალები, რომელიც კადრებად გამოვიყენეთ, ახალია. პირიქით, ყველა ამ მასალას ეწერა, რომ არქივია. ჩვენ ხაზგასმით ვამბობდით გადაცემაში, რომ მხოლოდ აუდიოფაილებს ვფლობთ და შესაბამისად, ვერნაირად ვერ გვისაყვედურებთ, რომ მაყურებელი შეცდომაში შევიყვანეთ.

 

თქვენ გვწერთ 4. გზავნილების ირიბი წახალისება თქვენს გადაცემაში, სადაც ტელემაყურებლებს ეუბნებიან, რომ "დამნაშავეებს ასეთი ციხეების აღარ ეშინიათ", ჩვენი უახლესი ისტორიის გათვალისწინებით ვფიქრობ, შეიცავს ფარულ მოწოდებას მოქალაქეებისადმი და იმ 4000-ზე მეტი თანამშრომლისადმი, რომელიც დღეს სასჯელაღსრულების სისტემაში მუშაობს, რომ მხოლოდ ძალადობით და რეპრესიებით არის შესაძლებელი "ციხეების მართვა", რადგან თქვენს გადაცემაში სხვა ალტერნატივა არ გაგიშუქებიათ და არც შეგიდარებიათ აქვს თუ არა საქართველოს დღეს ეს ალტერნატივები საკუთარ სისტემაში.
მე გპასუხობთ - რა არის მედიის მიერ ფარულ მოწოდებები, ეს კარგად არის გაწერილი მედიის ეთიკის კოდექსში. ჩვენ ამ კოდექსის არცერთი მუხლი არ დაგვირღვევია. ეს თქვენი სუბიექტური შეფასებაა, რომ ჩვენ „ირიბ წახალისებას “ ვეწევით. მე კი ვფიქრობ, რომ კრიმინალის ირიბი წახალისება მასზე თვალის დახუჭვა, პრობლემის არაღიარება და იმის მტკიცებაა, რომ ეს პრობლემა მედიის მიერა მოგონიალი. რაც შეეხება ციხეები მართვის რა ალტერნატივა არსებობს ძალადობასა და სიტუციის უკონტროლოდ მიშვებას შორის, თქვენ და თქვენ მინისტრს გქონდათ საშუალება მოსულიყავით გადაცემაში და ამაზე გესაუბრათ. ვწუხვარ, რომ ეს შანსი არ გამოიყენეთ.

 

თქვენ გვწერთ - 5. ასევე ერთ-ერთი პატიმარი, რომელიც თქვენს გადაცემაში ახსენეთ, სხვა პატიმრებზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობის გამო, წელიწადზე მეტია ტუბერკულოზის ცენტრიდან გადაყვანილია სხვა მკაცრი რეჟიმის ციხეში, რის გამოც მივიღეთ ბევრი კრიტიკა (როგორ შეიძლება ავადმყოფის გადაყვანა მკაცრ პირობებში?!) და მოგვიხდა მთელი სამკურნალო კომპონენტების და პერსონალის დამატება იქ, სადაც გადავიყვანეთ.

 

მე გპასუხობთ - კარგია, რომ ამ პატიმრის მიერ სხვა მსჯავრდებულებზე ზეგავლენის მოხდენის ფაქტს აღიარებთ და მის მიმართ ზომები მიიღეთ. მაგრამ რას გვეტყვით დანარჩენ აუდიოჩანაწერებზე, დაისაჯნენ თუ არა სხვა პატიმრები ან ადმინისტრაციის ის პასუხიმგებელი პირები, რომლებიც მათთან უკანონო გარიგებაში იყვნენ შესულები.

 

თქვენ გვწერთ 6. კრიმინალური სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს რასაკვირველია, თუმცა შეძლებისდაგვარად არა ძალის გადამეტებით, რადგან თქვენც და მეც მომსწრენი ვართ, რომ ცემა-წამება-დამცირება ძალიან იაფი ჯდება, თუმცა მკურნალობა-რეაბილიტაცია-სამართლებრივი შედეგები ძალიან ძვირი. რა გაკეთდა და რას ვაკეთებთ, ვეცდებით უფრო უკეთ წარმოვაჩინოთ შემდეგ თვეებში.

 

მე გპასუხობთ - მოხარული ვარ, თუ ასეთი განწყობა არსებობს დღევანდელ სამინისტროში. ჩვენ ველოდებით რეგირებას აუდიო ჩანაწერებზე და თვალყურს მივადევნებთ იმ რეფორმას, რომელიც თქვენ მიერ განხორციელდება. არც თქვენს გადაცდომებს დავტოვეთ ყურადღების გარეშე.

 

დიდი მადლობა, რომ ისეთივე ყურადღებით მომისმინეთ, როგორც მე თქვენ. იმედი მაქვს, რომ ამის შემდეგ არა ფეისბუქზე, არამედ გადაცემაში მომეცება თქვენთან, როგოროც რესპოდენტთან გასაუბრების საშუალება. ხოლო, იმის საჩვენებლად, რომ არც წინა ხელისუფლების დროს ვტოვებდი უყურადღებოდ სასჯელაღსრულების სამინისტროში არსებულ პრობლემებს, პირველ არხზე ჩემი თოკ-შოუს ლინკს დიდი სიამოვნებით მოგაწოდებდით, ბუნებრივია, თქვენი სურვილის შემთხვევაში.

 

პატივისცემით, ეკა კვესიტაძე".

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !