
რამდენიმე წლის წინ რუსა ჩაჩუას ვანიკო თარხნიშვილთან ერთად პროექტი „ბრავო“ მიჰყავდა.
მას შემდეგ რუსა ეკრანზე აღარ გამოჩენილა და მხოლოდ რეკლამებში მონაწილეობდა, მაგრამ მის პირად ცხოვრებაზე ქართულ პრესაში ხშირად წერდნენ.
რუსა უკვე დიდი ხანია მეუღლეს, არჩილ სახვაძეს გაშორდა, რომელთანაც ორი შვილი – თაზი და ნასტია ჰყავს.
მოგვიანებით მისი რჩეული კომპანია „კაპიტალ ვოსტოკის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, დიმა ნაფეტვარიძე გახდა.
ერთხანს რუსას და დიმას ურთიერთობას ბზარიც კი გაუჩნდა და მაგრამ მალევე შერიგდნენ.
წყვილმა 21 სექტემბერს სამებაში ჯვარი დაიწერა.
„რეიტინგი“