
მომღერლის თქმით, უფლის საფლავიდან ჩიტივით გამოვიდა, ისეთი საოცარი ძალა მიეცა.
„ყოველთვის მინდოდა წმინდა მიწაზე წასვლა, მაგრამ ბოლო მომენტში სულ რაღაც მიშლიდა ხელს.
ჩალაგებული ჩემოდანი ამომილაგებია ბევრჯერ, თითქოს ეშმაკი მექაჩებოდა უკან. ახლა ვფიქრობ, უფალმა გამხადა ავად, რომ მისი საფლავი მენახა.
ძლივს მივედი საფლავთან, ნელა მივდიოდი, ურიგოდ შემიშვეს, რიგში მდგომთ უთხრეს, ავად არისო, მივედი დავადე ხელები საფლავს და ვთქვი, ჩემო საყვარელო უფალო, გემუდარები ჯანმრთელობა დამიბრუნე.
ავიხედე ზემოთ და დამყურებს ზემოდან, ყველაფერი ესმის.
იქედან გამოვედი როგორც ჩიტი. თარჯიმანი მეუბნებოდა რა სწრაფად დადიხარო. საოცარი ძალა მომეცა, არაფერს ვამატებ“, - აცხადებს ეთერ კაკულია.
„რეიტინგი“