
ზურაბ ჭიაბერაშვილი აქვეყნებს სტატუსს, სადაც სანდრა რულოვსისა და მზია წერეთლისთვის ქონების დაყადაღების საკითხსა ამასთან დაკავშირებით გამოხმაურებებს ეხმიანება.
"მსურს, მადლობა ვუთხრა ყველა ადამიანს, ვინც სანდრას მიმართ მადლიერების გრძნობა გამოხატა.
ამასთან, ერთ გარემოებას მინდა გავუსვა ხაზი:
გიგის უკანონოდ დაპატიმრებების დროსაც ზოგიერთებმა ნიანგის ცრემლები გადმოყარეს: როგორ შეიძლებოდა გიგის დაჭერა, მან ხომ მე (ჩემს ახლობელს და ა.შ.) იმდენი რამე გამიკეთააა...
ახლაც ვკითხულობ: როგორ შეიძლებოდა სანდრას ბინის დაყადაღება, მან ხომ ქალებისთვის სკრინინგ-ცენტრი გააკეთა, მან ხომ ბავშვებს უმკურნალა და ა.შ.
ბოდიშს ვიხდი ზედმეტი კატეგორიულობისათვის და კუდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ ჩემს მადლიერებას ყველას მიმართ, ვინც ხელისუფკების უგუნურებამ შეაშფოთა, მაგრამ:
თუ მხოლოდ ამიტომ არის ივანიშვილის პოლიტიკური ანგარიშსწორება მიუღებელი, ეს "ბატონიბიძინას" "ქველმოქმედების" ლოგიკაა. ეს ვაკური "ჩვენ ბიჭებს იჭერენ" ლოგიკაა. ეს საბჭოთა ადამიანის ლოგიკაა.
თავი რომ დავანებოთ იმას, რომ პრეზიდენტ სააკაშვილისა და მისი პარტიის წევრების მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს და თავად ეს პროცესი საფუძველშივე უკანონოა,
სანდრა რულოვსის (ასევე გიული ალასანიას და მზია წერეთლის) სახელზე არსებული ჩვეულებრივი ქონების, რაც შეიძლება ჰქონდეს საქართველოში ჩვეულებრივ არამდიდარ ადამიანს, დაყადაღება არ შეიძლებოდა, რადგან:
ეს წინააღმდეგობაშია ქართულ კანონმდებლობასთან და სამართლის ელემენტარულ პრინციპებთან! მორჩა!
ამასთან, სანდრა რულოვსს სულ რომ არაფერი გაეკეთებინა, ეს ფაქტი მაინც დააზიანებდა ქვეყნის იმიჯს გარეთ. მაინც!
მნიშვნელოვანია, ეს გვესმოდეს (განსაკუთრებით "პროცედურული დემოკრატიის" ადეპტებს მივმართავ) და არა ისეთი ფრაზებით, რომლის უკან შეიძლება იკითხებოდეს ლოგიკა - "მიშა კია ცუდი, მარა სანდრამ რა დააშავა".
სხვაგვარად, "აღდგენილი სამართლიანობის" კამეჩი სხვა, არანაციონალი უდანაშაულოს კართანაც დაიჩოქებს.
დიდი მადლობა სანდრას და მიშას".