
სპორტის სამინისტროსთან პოლიციაა მობილიზებული. საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი სპორტის სამინისტროსთან მას შემდეგ მივიდა, რაც სამინისტროში მისულ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს, ლუკა კურტანიძეს მოჭიდავეებმა კვერცხები ესროლეს.
ამ წუთებში სამინისტროში პრეზიდიუმის სხდომა მიმდიანრეობს. მოჭიდავეები ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.