-
2014-09-22 12:09
მომღერალმა ივანა მელაიმ საფრანგეთში რთული ოპერაცია გაიკეთა,–ამის შესახებ მან „ფეისბუქზე“ შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა.
„ვზივარ პარიზში. გუშინ ოპერაცია გამიკეთეს. კეთილთვისებიანი სიმსივნე ამომკვეთეს. ცოცხალი და ჯანმრთელი ვარ. ღმერთის წყალობით არ მრცხვენია, რომ სახეზე შრამი მაქვს. ყველა ნათესავს, ახლობელს, თაყვანისმცემლებს, მეგობრებს, ნაცნობებს და უცნობებს, მტრებს და დედამიწაზე მცხოვრებ ყველა ადამიანს ჯანმრთელობას ვუსურვებ. გიყვარდეთ ერთმანეთი შრამებითაც კი.
შეიყვარეთ სიცოცხლე!
მადლობა ძვირფას გუგუს (გურამ ლომიძეს), მშობლებს და ყველას, ვინც ჩემთვის ლოცულობდა და ჩემს გამო ნერვიულობდა“, - წერს მელაი.