
ბათუმში წყალდიდობისა და გადაუღებელი წვიმის შემდეგ ამ ვიტარების მსახველი უამრავი საინტერესო და კურიოზული ფოტო გავრცელდა. მათ შორის - მამაკაცი ნავში, ქალები და კაცები წელამდე წყალში, ნახევრად წყალქვეშ მყოფი სამარშრუტო ტაქსი...
"ინფობათუმი" "ფეისბუქზე" ავრცელებს ფოტოს, რომელიც ასევე, ბათუმის დატბორილ ცენტრშია გადაღებული. ფოტოზე ჩანს, როგორ გადაადგილდება ადგილობრივი მცხოვრები შუა ქუჩაში სახელდახელოდ შეკრული ტივით.