სანდრა რულოვსისა და ნიკუშა სააკაშვილისთვის ბინის საყიდლად თანხას მსურველები გაიღებენ - საზოგადოებრივი ინიციატივა

Image

საზოგადოების ნაწილმა სოციალურ ქსელებში არაერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, მონაწილეობა მიიღოს თანხის შეგროვებაში, რომლითაც თბილისში, დაყადაღებული ბინის ნაცვლად ბინას შეუძენენ სანდრა რულოვსსა და ნიკუშა სააკაშვილს. ეს იდეა სტატუსის დონეზე მამუკა გამყრელიძემ გაახმიანა.

 

"დღეს ბატონ დავით ნარმანიას უთქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილის დაყადაღებული ქონება გაიყიდება, ფული კი ბიუჯეტს გადაეცემა. დიდებული გადაწყვეტილებაა გარღვეული ბიუჯეტის შესავსებად,
მე მინდა საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც თავმოყვარეობა ბოლომდე არ დაუკარგავს, ღირსებაც და ადამიანობაც შეგვრჩენია, გთხოვოთ, შევაგროვოთ ფული და ვიყიდოთ სანდრა რულოვსის კუთვნილი ბინა.

 

ნუ მოვიჭრით თავს საბოლოოდ. არ აქვს მნიშვნელობა ენმ-ს მხარდამჭერები ხართ თუ უბრალოდ ღირსეული ადამიანები. ყველამ ცოტ ცოტა რომ გავიღოთ დარწმუნებული ვარ საჭირო თანხას თავს მოვუყრით. სანდრა ქართველებისაგან არ იმსახურებს სახლიდან გამოძევებას !!! ნუ დავიმცირებთ თავს ასე !!!

 

ენმ-ს ახლად არჩეულ აღმასრულებელ მდივანს, ზურაბ ჯაფარიძეს
Zurab Japaridze ვთხოვ მოახდინოს ამ პროცესის ორგანიზება. დარწმუნებული ვარ ბევრნი ვიქნებით. პირველი მე ვარ მზად ჩემი წვლილი შევიტანო ამ საქმეში. მოდით ყველამ ერთად ჩვენს რძალს ბინა დავუბრუნოთ !!!", - წერს მამუკა გამყრელიძე "ფეისბუქში".

 

მოგვიანებით მამუკა გამყრელიძემ კიდევ ერთი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ სანდრას ბინას, ჯერჯერობით, არანაირი საფრთხე არ ემუქრება:

 

"მეგობრებო, მინდა ყველას გადაგიხადოთ დიდი მადლობა იმ მხარდაჭერისა და გულისხმიერებისათვის, რომელიც თქვენ გამოიჩინეთ ქალბატონ სანდრა რულოვსის მიმართ. როგორც ბატონმა ზურაბ ჯაფარიძემ დაადასტურა, ჯერ აქ კომენტარებში, შემდეგ კი პირად საუბარში, სანდრას ბინას ჯერჯერობით არავითარი საფრთხე არ ემუქრება. პროცედურულად მისთვის ბინის ჩამორთმევა და აუქციონზე გაყიდვა რთული საკითხია.

 

ეს არ ნიშნავს რომ ამის საფრთხე სრულიად მოიხსნა, მაგრამ ამ ეტაპზე ბატონი ნარმანიას განცხადება უფრო სურვილი აღმოჩნდა ვიდრე რეალობა. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ბედნიერი ვარ ასეთი ერთიანები და კეთილშობილები რომ ბრძანდებით. დარწმუნებული ვარ სანდრას ჩვენი თუნდაც მორალური მხარდაჭერა ძალიან გაახარებს და გაამხნევებს. მთავარი კი სწორედ ესაა."

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !