რუსეთში მილიარდერს შინაპატიმრობა მიუსაჯეს

Image

მილიარდერ ევგენი ევტუშენკოვს, რომელიც სააქციო ფინანსურ კორპორაცია „სისტემას" ხელმძღვანელობდა, მოსკოვში შინაპატიმრობა მიუსაჯეს. მას ბრალად ედება ბაშკირეთის სათბობ-ენერგეტიკულ სისტემაში შემავალი საწარმოების კუთვნილი აქციების მიტაცება.

 

როგორც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ვებგვერდზეა ნათქვამი, ევტუშენკოვს ბრალად ფულის გათეთრება წაუყენეს. შეგახსენებთ, რომ ევტუშენკოვი, რომელიც სტაბილურად შედის "ფორბსის" მილიარდერთა სიის ოცეულში, ქართველ მილიონერთან ლევან ვასაძესთან დაახლოებული პირი იყო და მათ საერთო ბიზნესიც აკავშირებდათ. 

 

როგორც 2013 წელს "ტაბულა" წერდა, "2009 წლიდან ამ კომპანიის ხელმძღვანელობაში შევიდა სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი, რომელიც ამჟამად არის მისი დირექტორთა საბჭოს წევრი. 2007 წლის აგვისტოში კი „სისტემამ" უზრუნველყო უკრაინის მაშინდელი პრემიერის, ვიქტორ იანუკოვიჩის დასვენება ალტაის მთებში.

 

სწორედ ევტუშენკოვმა აიყვანა ლევან ვასაძე „სისტემაში" და დანიშნა პირველი ვიცეპრეზიდენტის საკვანძო თანამდებობაზე, რომელზეც დღეს იმყოფება ვლადიმირ ევტუშენკოვის შვილი ფელიქსი. როგორც ჩანს, ვასაძემ გაამართლა ევტუშენკოვის იმედები. 2005 წლის თებერვალში მან ვასაძეს აჩუქა „სისტემის" აქციების 0.3%, რომელთა ღირებულება შეადგენდა დაახლოებით 16 მილიონ დოლარს. ხოლო 2006 წლის აპრილში ევტუშენკოვმა ვასაძე დანიშნა „სისტემის" მიერ კონტროლირებადი სადაზღვევო კომპანია „როსნოს" გენერალურ დირექტორად.

 

ერთი წლის შემდეგ, 2007 წლის აპრილში, „სისტემამ" გაყიდა „როსნოს" აქციები, რის შედეგად ვასაძე წამოვიდა გენერალური დირექტორის თანამდებობიდან".

 

ევგენი ევტუშენკოვის ქონება "ფორბსის" მიხედვით, 9 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !