ოზურგეთის პატრულმა ფხიზელი ადამიანი სიმთვრალის გამო დააჯარიმა

Image

ოზურგეთის პატრული მოქალაქეებს ყალბი აპარატურით ამოწმებს, -ამის შესახებ ,,გურიის მოამბე“ წერს.

 

 ოზურგეთის დასუფთავების სამსახურის უფროსი, ვოვა სალუქვაძე, ოზურგეთის საპატრულო სამსახურის ერთ ერთმა ეკიპაჟმა, ქალაქ ოზურგეთში, ე.წ. "უნივერმაღის" ტერიტორიაზე, სიმთვრალის გამო დააჯარიმა,- ინფორმაცია "გურიის მოამბეს" თვითმხილველებმა მიაწოდეს.

 მათივე ინფორმაციით, სალუქვაძე საპატრულო ეკიპაჟმა სიმთვრალე-სიფხიზლეზე მაშინ შეამოწმა, როცა ეს უკანასკნელი არა ავტომობილით, არამედ ფეხით გადაადგილდებოდა.

 

 სალუქვაძემ ექსპერტიზა იმავე დღეს, ქალაქ ბათუმში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ჩაიტარა და აღმოჩნდა, რომ ის სრულიად ფხიზელი იყო, პატრულის აპარატურა კი გამართული არ აღმოჩნდა.

 

 

ეს ინფორმაცია ვოვა სალუქვაძემ "გურიის მოამბეს" დაუდასტურა, თუმცა კონკრეტული ისტორიის მოყოლისაგან თავი შეიკავა.

 

როგორც გამოცემა წერს, ,,გურიის მოამბეს" რამდენიმე ადამიანი დაუკავშირდა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ პატრული მათ სიმთვრალე-სიფხიზლის პროცედურების ჩატარების შემდეგ არასამართლიანად აჯარიმებს, ისინი ფხიზელ მდგომარეობაში არიან, აპარატურა კი ნასვამ მდგომარეობას აჩვენებს.

 

დღეს, ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს სხდომაზე, ოზურგეთის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, გია მამაკაიშვილმა, განაცხადა, რომ ამ დღეებში მარტო საპატრულო პოლიციის ჯარიმებიდან ბიუჯეტში 15 ათასი ლარი შევიდა.

 

,,გურიის მოამბე"

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !