რაფალიანცების ადვოკატი: დამაშანტაჟეს, კვალი არც ,,ნაციონალებზე" გადის და არც ,,ოცნებაზე "

Image

ზაზა წოწელიამ დამაშანტაჟა და ეს ვიდეო მან გამივრცელა, -რაფალიანცის საქმის ადვოკატი უარყოფს თავისსავე სიტყვებს, რომ რაფალიანცების ოჯახში დატრიალებული ტრაგედია ,,ქართული ოცნების“ ,,ბრალია",- ბიწოშვილთან ინტერვიუს ,,ნეტგაზეთი" აქვეყნებს.

 

 

 როგორც ლალი ბიწოშვილის ვიდეომიმართვიდან დღეს გახდა ცნობილი, მან მიმართვა თებერვალში ჩაწერა, ,,ქართული ოცნება“ ამხილა და ვიდეოს გავრცელება მეგობარს, რომელმაც გადაიღო იმ შემთხვევაში სთხოვა, თუ მას რაიმე გაუთვალისწინებელი შეემთხვეოდა.

 

ბიწოშვილი აცხადებს, რომ იმ ჩანაწერის გაკეთებიდან 6 თვე გავიდა, ყველაფერი დალაგდა და ახლა ძველებურად არ ფიქრობს, რომ ეს დანაშაული ,,ქართული ოცნების“ დაკვეთა იყო. უფრო მეტიც მისი თქმით, შესაძლოა საქმე  უბედურ შემთხვევასთან აქვს გამოძიებას და სულაც არ მოხდა ეს მკვლელობა პოლიტიკურ ნიადაგზე.

 

ბიწოშვილის თქმით, ზაზა წოწელიამ მას 35 000 ლარი გამოართვა, უკან აღარ დაუბრუნა და თან დააშანტაჟა, რომ თუ ფულს მოითხოვდა ამ ვიდეოს გაუვრცელებდა.

 

 ,,საერთოდ არ არის გარკვეული ვისი გაკეთებულია, მე პირადად, დღეის გადასახედიდან გეუბნებით, შესაძლებელია სულაც არავის დაკვეთა არ ყოფილა და მოხდა გაუთვალისწინებელი რამ.

 

ეს მასალა ჩამიწერა ზაზა წოწელიამ, მან მომიწყო შანტაჟი იმის შემდეგ, პირდაპირ დაწერეთ, კიდევ მოხდა გამორკვევა ამ საქმეზე, ჩამოყვანილი მყავდა ბავშვის ბებია, მისი მშობლები და გაირკვა საბოლოო ჯამში, ეს ინფორმაცია, რაც მანდ არის ნაჩვენები, მცდარია, შემდეგ გაირკვა, რომ ეს არ არის სინამდვილე. შვიდი თვე გავიდე, მთელი ამ დროის მანძილზე მე არ გავჩერებულვარ. მასალა დაიდო დღეს, წარმოიდგენეთ, ამდენი თვეა გასული, ამდენი ხნის განმავლობაში არ შემხმიანებია არავინ, ეს პიროვნება არის გაქცეული, თანხა აქვს წაღებული და ამიტომ შანტაჟს მიწყობს, პირდაპირ ვამბობ და თუ აინტერესებს გამოძიებას, გამოარკვიონ და დაიჭირონ და ვისი თანხაც აქვს წაღებული, იმ თანხაზე ილაპარაკებენ.  ზაზა წოწელიაა ის, ვინც ეს დადო მანდ [ვიდეოს განათავსა იუთუბზე].“- განუცხადა ბიწოშვილმა ,,ნეტგაზეთს“.

 

ინტერვიუში ბიწოშვილი ამბობს, რომ თებერვლის შემდეგ მან ისევ დაკითხა მოწმეები და აზრი ისევ შეეცვალა, თუმცა ჩიხშია შესული და არ იცის კონკრეტულად ვის უკავშირდება ეს მკვლელობა.

 

თუმცა ინტერვიუს ბოლოს ბიწოშვილი კატეგორიულად აცხადებს, რომ ეს ,,ქართული ოცნების“ ჩადენილი არ არის, თუმცა ამბობს, რომ არც სხვა ვინმეზე გადის კვალი.

 

ვიდეო, რომლიც ბიწოშვილის ინიციატივით მისმ ამეგობარმა თებერვალში ჩაწერა დღეს გამოქვეყნდა. ვიდეოში ბიწოშვილი რაფალიანცის მკვლელობაში ბრალს ,,ქართულ ოცნებას“ სდებს და აცხადებს, რომ ის რაფალიანცების ოჯახში ნდობის მოსაპოვებლად იყო გაგზავნილი.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !