
რაფალიანცების ოჯახის ადვოკატის, ლალი ბიწოშვილის სკანდალურ განცხადება, რომ ბავშვის სიკვდილში „ქართული ოცნებაა“ დამნაშავე დაღუპული ბავშვი დეიდა , დალი მექერიშვილი ეხმაურება.
როგორც „პირველ რადიოსთან“ მექერიშვილი ამბობს, მას ადვოკატი ერთი წელია არ უნახავს და ის რომ ლალი ბიწოშვილი გარკვეულ ინფორმაციას ფლობდა რომეო საჯაიასგან გაიგო. მისივე თქმით ლალი ბიწოშვილი მას „ქართულმა ოცნებამ“ გამოუგზავნა და მისთვის არც ერთხელ ოჯახს ანაზღაურება არ გადაუხდია.
„საჯაია ჩამოდიოდა ერთი თვის განმავლობაში და გვეუბნებოდა ვიდეო არსებობს, სადაც ადამიანი ჰყვება ვინ არის დამკვეთის და ჩამდენიო. როგორც კი მისი უსაფრთხოება გარანტირებული იქნება გავუშვებთ ამ ვიდეოსო. ლალი შარშანდელის მერე არ მინახავს. ეს ამბავი, რომ მოხდა მეორე კვირა იყო უამრავი ხალხი ჩამოვიდა, მაშინ არ ვიცი საიდან გაჩნდა ეგ და ვარლამ ხანთრიძე და თქვა, რომ იქნებოდა ჩვენი ადვოკატი. არც ფული არაფერი სხვა არ მოუთხოვია. მე როგორც ვიცი „ქართულმა ოცნებამ“ გამოგზავნა, იმათ ადვოკატი იყო, იქ მუშაობდნენ ეგენი“,-განაცხადა დალი მექერიშვილმა „პირველ რადიოსთან“ .
დალი მექერიშვილი ამბობს, რომ მისთვის სულ ერთია, რომელ პოლიტიკურ ძალას მიუძღვის ბრალი მთავარია , რომ ნამდვილი მკვლელის ვინაობა გაირკვეს.
„მაშინ ჩვენ „ნაციონალებს“ ვაბრალებდით და ვიძახოდით ასე იყოო... მაგრამ ამდენი ხანი ფაქტია ვერ გამოიძიეს ვინ რა გააკეთა. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს „ქართული ოცნება“ იქნება დამნაშავე თუ „ნაციონალები“ თუ სხვა იქნება... მთავარია ნამდვილი მკვლელი დაიჭირონ... არც საჯაიას , არც მაგ ლალის არავის ვაპატიებ რომ ამ ბავშვის სიკვდილით პოლიტიკური ქულები დაიწერონ. მკვდარი ბავშვის სულს არ ასვენებენ. თუ მაგათმა ეს ყველაფერი რასაც ამბობენ არ დაამტკიცეს არ ვაპატიებ. დაადგინოს შსს-მ ეს ყველაფერი მართალია თუ არ. ლალი, რომ იძახდა მაშინებდნენო გაიგოს პოლიციამ ვინ აშინებდა“,-განაცხადა დალი მექერიშვილმა
,,პირველი რადიო"