-
2014-09-16 18:26
დღეს ,,ქართული ოცნების“ ადვოკატის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, კიდევ უფრო გააღრმავა ეჭვი, რომ ის შემზარავი ფაქტი, 10 თვის ბავშვის, ბარბარე რაფალიანიც მკვლელობის ფაქტი იყო დაგეგმილი და კიდევ უფრო გააღრმავა ეჭვი, რომ ეს ფაქტი გამოყენებული იქნა ,,ქართული ოცნების“ და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელების მიერ მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პოლიტიკური მიზნებისთვის.
დღემდე არ არის გამოძიებული ეს ფაქტი.
დღეს გამოჩნდა ადამიანი, რომელიც არის ,,ქართული ოცნების“ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრი, ,,ქართული ოცნების“ ადვოკატი, რომელიც პირდაპირ აცხადებს რომ ბარბარე რაფალიანცის სიკვდილი დაკავშირებულია ,,ქართულ ოცნებასთან“ პირდაპირ ასახელებს იმ ადამიანებს, რომლებსაც მონაწილეობა მიუძღვით ამ საქმეში.
მე მინდა ვთხოვო საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს. მათ შორის ,,ქართული ოცნების“ ხმარდამჭერებს, ერთად მოვთხოვოთ გამოძიებული იქნას ეს ფაქტი.
წინააღმდეგ შემთხვევაში ლეგიტიმური იქნება ის ეჭვი, რომელიც არსებობს, რომ ეს დანაშაული ჩადენილია ,,ქართული ოცნების“ მიერ.