ივანიშვილი: ,,ნაციონალურ მოძრაობას" სურს ცეცხლის ალში გახვიოს ქვეყანა

Image

,,ნაციონალურ მოძრაობას“ სურს ცეცხლის ალში გახვიოს ქვეყანა. ღმერთმა გადაგვარჩინა, რომ ისინი არ არიან ხელისუფლებაში, თორემ საქართველო ომში ჩართული აღმოჩნდებოდა- ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში  უკრაინაზე საუბრისას აცხადებს.

 

 

მისი თქმით, ,,ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ომში ჩართავდა , ახალი ხელისუფლება კი ადეკვატურად აფასებს მოვლენებს და რისი გაკეთებაც შეუძლია უკრაინის მხარდასაჭერად აკეთებს:


"ჩემი აზრით, აბსოლუტურად ნორმალურად შეაფასეს. მე მყავს მხედველობაში პრემიერიც, პრეზიდენტიც და პარლამენტიც. თუმცა, საუბედუროდ, `ნაციონალურ მოძრაობას~ ეს არ აძლევს ხელს. `ნაციონალურ მოძრაობას~ სურს, რომ ცეცხლის ალში იწვოდეს საქართველო, რადგან დღეს ისინი აღარ არიან ხელისუფლებაში. მათი პრობლემა გახდა საქართველო. ღმერთმა გადაგვარჩინა, რომ ისინი არ არიან დღეს ხელისუფლებაში, თორემ შესაძლოა, ამ ომში ჩართული საქართველო გვეხილა", - აღნიშნა ივანიშვილმა. 

 

,,ვაკეთებთ იმას, რაც შეგვიძლია. შარვლიდან ამოხტომა ვისაც უნდოდა, მან ქვეყანა საშინელ დღეში ჩააგდო. ხტებოდა კიდეც შარვლიდან და გლობალურ მოთამაშედ გვაჩვენებდა თავს. მათ რაც დამართეს ქვეყანას, კარგად დავინახეთ. ახლა ეს ბავშვები გვიკიჟინებენ, რომ ჩვენ ისევ ომში უნდა ჩავერთოთ. ამ დროს ვერც ევროპიდან და ვერ ამერიკიდან ვერ ნახავთ ვერც ერთ საყვედურს, პირიქით, აშშ-ის თავდაცვის მდივანი იყო ჩამოსული და მან მოგვიწონა რუსეთთან დაბალანსებული ურთიერთობისკენ. ასე იწონებენ სხვებიც და ჩვენი პოზიცია მისაღებია საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც შეგვიძლია, რაც არ შეგვეძლო, იმას აკეთებდა ერთი კაცი. სწორედ ამიტომ დაგვემართა წარსულში ამდენი უბედურება", - აღნიშნა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !