სითი პარკს" თბილისელი მძღოლები ფეხებზე ჰკიდია"

Image

როგორც „ალია“ წერს, ამ 10 დღეში, „სითი პარკმა“ დაახლოებით 15 000-მდე ავტომობილი დააჯარიმა, რაც თბილისელთა ჯიბეებიდან უნამუსოდ ამოცლილი 15 000 ლარია.

 

 

„სითი პარკის“ პარკირების საშვი, მოგეხსენებათ, ავტომობილების ნომრების მიხედვით არის გაცემული.

 

ეს ის ფასიანი საშვებია, რომლებშიც მოქალაქეები ფულს იმიტომ იხდიან, რომ მერიის კონტრაქტორი კომპანია მათ მოემსახუროთ და არა ჯოჯოხეთი მოუწყოს ყოველდღე. ნომრების შეცვლაც „სითი პარკმა“ სათავისოდ გამოიყენა.

 

რადგანაც ავტომობილების ახალი ნომრები ძველის ნაცვლად ამ კამპანიის ბაზარში არ არის დარეგისტრირებული, ყველა ახალნომრიანი მანქანა, რომელიც სადგომზე მოიხელთეს, 10 ლარით დააჯარიმეს. უხეში გათვლებით, ამ 10 დღეში, „სითი პარკმა“ შესაძლოა, 15 000-მდე ავტომობილი დააჯარიმა, რაც თბილისელთა ჯიბეებიდან უნამუსოდ ამოცლილი 15 000 ლარია.

 

ხალხი რომ აღშფოთდა, „სითი პარკში“ მიხვდნენ, რომ ძალიან უნამუსოდ იქცეოდნენ და  10 სექტემბერს, სპეციალური განცხადება გაავრცელეს, ახალი დიზაინის სანომრე ნიშნების შემოღებასთან დაკავშირებით პარკირების საშვი ახალ ნომრებზე გადაიტანეთ, ამისთვის საჭიროა მიაკითხონ „სითი პარკის“ სერვისცენტრს კანდელაკის 47 ნომერში და წარმოადგინეთ ცნობა შსს-ს მომსახურების სააგენტოდან, რომ ჩააბარეთ ძველი სახელმწიფო ნომრები და ახალი აიღეთ.

 

ამ ინფორმაციის საფუძველზე მოხდება პარკირების საშვის გადატანაო ის ხალხი, ვინც დააჯარიმეს, არაფერ შუაშია, „სითი პარკმა“ ავტომფლობელები დროულად არ გააფრთხილა და ეს არის ყველაფრის მიზეზი. მაინტერესებს, ეს უსაფუძვლოდ დაჯარიმებული მძღოლები რომ მიადგენ „სითი პარკს“, იმ ჯარიმას, 10 ლარს უკან დაუბრუნებენ, ვისაც გადახდილი აქვს?

 

ანდა, ვისაც ჯერ არ გადაუხდია, მათ გაუბათილებენ ამ საჯარიმო ქვითარს? წესით, თუ ჭკუა აქვთ „სითი პარკის“ მესვეურთ, ასეც უნდა მოიქცნენ.

 

ხალხი უკვე ისეთ დღეშია, იმდენად გამწარებულია ამ კამპანიის თავხედური საქციელით, რომ ერთ დღეს, შესაძლოა, ოფისში შეუვარდნენ და მათ უფროსობა კინწისკვრით გამოყარონ გარეთ. არ გამოვრიცხავ, რომ ეს „ნოვაცია“, ეს 10-ლარიანი ჯარიმები აღმოჩნდეს ბოლო წვეთი ხალხის მოთმინების ფიალაში“, - წერს „ალია“.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !