-
2019-04-12 02:02
ისლანდიელმა სპორტსმენმა და მსახიობმა, რომელიც HBO-ს პოპულარულ სერიალ „სამეფო კარის თამაშებში“ მონაწილეობს, ტიტული ლიდსში გამართულ ტურნირზე დაიცვა.
ჰაპფორ იულიუს ბიორნარსონმა ევროპის ყველაზე ძლიერი მამაკაცის ტიტული მეხუთედ შეინარჩუნა.
30 წლის სპორტსმენმა გამარჯვების შემდეგ, Instagram-ში დაწერა: „ზედიზედ მეხუთედ ევროპის უძლიერესი მამაკაცი გავხდი! მადლობა იმ გუნდს ისლანდიიდან, რომელიც ჩემს ზურგს უკან დგას. ყველაზე დიდი მადლობა კი ჩემს ოჯახს, ულამაზეს მეუღლეს და მეგობრებს დახმარებისა და მხარდაჭერისთვის“.
ბიორნარსონმა, რომელსაც საზოგადოება „მთას“ ზედმეტსახელით იცნობს, უძლიერესი მამაკაცის წოდება 349 კგ მასის 10-ჯერ აწევით დაიმსახურა
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-10-02 12:07
-
2016-10-02 08:50
-
2016-09-30 10:23
-
2016-09-30 00:02