რასმუსენი:“ვგმობ რუსეთის ე.წ. ჰუმანიტარული ტვირთის შესვლას უკრაინის ტერიტორიაზე "

Image

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ე.წ. ჰუმანიტარული ტვირთის შესვლა უკრაინის ხელისუფლების თანხმობის გარეშე, რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების უხეში დარღვევა და უკრაინის სუვერენიტეტის მორიგი დარღვევაა. -აცხადებს  ნატო-ს გენერალური  მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი.

 


“ვგმობ რუსეთის ე.წ. ჰუმანიტარული ტვირთის შესვლას უკრაინის ტერიტორიაზე უკრაინის ხელისუფლებისა და “წითელი ჯვრის” თანხმობის გარეშე. ეს რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების უხეში დარღვევაა, მათ შორის ბოლოს ბერლინსა და ჟენევაში აღებული ვალდებულებების, ასევე რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენიტეტის მორიგი დარღვევა. ამას შეუძლია მხოლოდ გააღრმავოს რეგიონში კრიზისი, რომელიც რუსეთმა თავად შექმნა და რომლის გამწვავებასაც აგრძელებს”, – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

 


მისივე თქმით, რუსეთის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული პრინციპების იგნორირება ბადებს მორიგ კითხვებს,  თუ რა არის რუსეთის “ჰუმანიტარული ტვირთის” ნამდვილი მიზანი – მოქალაქეების დახმარება თუ შეიარაღებული სეპარატისტების მარაგის შევსება.

 


“ვითარების დეესკალაციის ნაცვლად, რუსეთი აგრძელებს ესკალაციას მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის მცდელობისა, იპოვოს შექმნილი კრიზისიდან პოლიტიკური გამოსავალი. ყოველივე ეს მხოლოდ რუსეთის მომავალ იზოლაციას გამოიწვევს. მკაცრად მოვუწოდებ რუსეთს, არ გადადგას ნაბიჯები მომავალი პროვოკაციული ქმედებებისკენ, შეწყვიტოს უკრაინაში დესტაბილიზაცია და რეალური ნაბიჯები გადადგას ამ სახიფათო ვითარების მოსაგვარებლად უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საერთაშორისო კანონის სრული დაცვით”, – ნათქვამია რასმუსენის განცხადებაში.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !