მატვეი განაპოლსკი: როცა არ შეიძლება, მაგრამ ერთ ქვეყანას ძალიან უნდა - შეიძლება? პასუხია საჭირო...

Image

"აფხაზეთის ხმა" გთავაზობთ obozrevatel.com-ზე გამოქვეყნებულ მატვეი განაპოლსკის ბლოგტექსტის თარგმანს, სადაც ის უკრაინაში რუსეთის აგრესიის შესახებ წერს და შეკითხვებით მიმართავს დასავლელ ლიდერებსა და საერთაშორისო საზოგადოებას.

 

მატვეი განაპოლსკი:

 

მისმინეთ, ხომ ცხადია, რომ ჰუმანიტარული ტვირთის ისტორია სულაც არაა ჰუმანიტარულ ტვირთზე. აი, ნახეთ: რუსეთმა მიითვისა ყირიმი. მნიშვნელობა არა აქვს, რატომ, მთავარია რომ გადაწყვიტა - უნდა მიეთვისებინა. და მიითვისა. მას ეუბნებიან - შენ დაარღვიე ყველა ცივილიზებული საერთაშორისო ნორმა გააქარწყლე საზღვრების ხელშეუხებლობის შეთანხმება და ა.შ. 

 

რუსეთი პასუხობს - იცით, მე ასე გადავწყვიტე, ესე იგი, ასეც იქნება. და იქვე გადაწყვიტა, შეექმნა ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკები. მნიშვნელობა არა აქვს ამ ეტაპზე, რატომ გადაწყვიტა, მთავარია - გადაწყვიტა და შექმნა. დაიწყო ომი, იღუპება ხალხი. კიდევ ერთხელ - ეს ომი დაიწყო იმიტომ, რომ რუსეთმა ინდომა ასე.

 

ჰო, დასავლეთმა სანქციები შემოიღო. როგორ მოქმედებს ეს სანქციები, კარგად ჩანს. შემდეგ იყო ჩამოგდებული თვითმფრინავი. სანქციები მკაცრდება, მაგრამ რუსეთი არათუ არ მალავს ლუგანდის დახმარების ფაქტს, არამედ იქ საბრძოლო ტექნიკას და მებრძოებს ღიად აგზავნის.

 

შემდეგ რუსეთმა ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა მოიფიქრა. მნიშვნელობა არა აქვს, რატომ მოიფიქრა, მთავარია - მან გადაწყვიტა, რომ შევა უკრაინის ტერიტორიაზე, თუნდაც თქვენ ყველას თქვენმა პროტესტებმა სული ამოგხადოთ. და მას შეჰყავს ეს თეთრი კოლონა, უკრაინის კი არადა, წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის ნებართვის გარეშეც კი.

 

და აი, ახლა უკრაინის ტერიტორიაზე მოძრაობენ ეს ნებადაურთველი სატვირთოები გაუგებარი მიზნით. სატვირთო ბევრია. და მთელი მსოფლიო ცდილობს ამოიცნოს, რა მოხდება შემდეგ. ანუ, ომი გამწვავდება, თუ შევლენ და გამოვლენ.

 

მისმინეთ, მე ერთი შეკითხვა მაქვს.

 

ჩემთვის სულ ერთია, ეს შეშლილები რა მიზნით დგამენ სპექტაკლს. ჩემი შეკითხვა ამ შეშლილებს არ ეხება. მე მაქვს შეკითხვა საერთაშორისო ინსტიტუტებთან, მერკელთან, იქ ობამასთან, რამე...

 

ნიშნავს თუ არა ის, რაც ხდება, რომ არსებობს ასეთი ცალკე აღებული ქვეყანა რუსეთი და მისთვის ყველაფერია დასაშვები. ნიშნავს თუ არა ეს, რომ მას არ ეხება არანაირი საერთაშორისო წესები, რომ მას შეუძლია დაარღვიოს ნებისმიერი საერთაშორისო წესი, ნორმა და კანონი?

 

შენიშნავდით, ჩემი შეკითხვა წმინდა ფორმალური ხასიათისაა, მე, უბრალოდ, მინდა გავიგო ჩემი და ჩემი ახლობლების არსებობის წესები. მე, უბრალოდ, ვკითხულობ: რუსეთისთვის არსებობს პოლიტიკის წესები, მეზობლებთან თანაარსებობის წესები და ა.შ? თუ მას ყველაფრის ნება დართეს და ეს წესები არ არსებობს? არა აქვს მნიშვნელობა, რატომ დართეს, მთავარია - არის ეს წესები მისთვის, თუ არა?

 

ეს შეკითხვა არაა დასმული სიტყვებისთვის „ოჰ, ჩვენ შეშფოთებულები ვართ; „ოჰ, ჩვენ ვაპროტესტებთ, ჩვენ არ ჩამოვართმევთ მათ ხელს, ზურგს შევაქცევთ, როცა ის შამპანურით ხელში ჩვენს წინ ჩაივლის“.

 

საქმე ისაა, რუსეთისთვის წესები გაწერილია თუ უკვე არა?

 

კი თუ არა?

 

და აქვე მაქვს მეორე შეკითხვაც: თუ მისთვის ყველაფერი დასაშვებია, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მსოფლიო ახლა წესების გარეშე თამაშობს? და შემიძლია თუ არა მე, ერაყელი ბოევიკების მიერ დასავლელი კორესპონდენტისთვის თავის მოკვეთას ისევე მშვიდად შევხვდე, როგორც რუსეთის აგრესიას? და ფერგიუსონში შავკანიან მოზარდთა მკვლელობასაც? ნუ, გადაწყვიტეს მოეკვეთათ და მოკვეთეს, გადაწყვიტეს მოეკლათ და მოკლეს, მერე რა მოხდა...

 

ანუ, დროა, საერთაშორისო ინსტიტუტებმა უპასუხონ შეკითხვას - ჩვენ ვცხოვრობთ რაღაც წესებით თუ ახლა წესი მხოლოდ ესაა: თუკი არ შეიძლება, მაგრამ ძალიან მინდა - ესე იგი, შეიძლება.

 

ამ პასუხის ფორმულირება მერკელსაც და ობამასაც მოუწევთ, რადგან ორუელი და თავისი „მშვიდობა - ომია, ომი კი მშვიდობაა“ ახლა ცივილიზებულ სამყაროს ძალიან მოუახლოვდა. და იმის გააზრება, რა ხდება, მსოფლიოს უდიდესი პოლიტიკოსებისა და საერთაშორისო ინსტიტუტების ამოცანაა.

 

და თუ ისინი ამას არ გააკეთებენ უახლოეს საათებში, მალე მთელი ევროპა „ჰუმანიტარული ოპერაციის“ ალში გაეხვევა, ხოლო დასავლელ ლიდერებს თავებს მოკვეთენ ზრდილობიანი მწვანე კაცუნები. ან ცისფრები. რადგან ტერორისტები, რომლებიც სულაც არ იქნებიან არაბები, გადაწყვეტენ, რომ კანონები უკვე აღარ არის და რომ მათ ასე მოუხდებათ.

 

სხვათა შორის, კუბაში რაკეტების განთავსებაც შეიძლება ხელახლა. რა თქმა უნდა, ობამა კრემლში დარეკავს, მაგრამ იქ მას მიუგებენ, რომ ის კენედი არ არის და „შეუძლია ჭამოს თავისი ბანანი“ - ეს ხომ ახალი ტრენდია რუს პოლიტიკოსებში, პატრიოტული პასუხის. კიდევ, ეტყვიან, რომ ხრუშოვი კარგა ხანია, გარდაიცვალა და რაკეტებს არ მოაცილებენ, რადგან „ჩვენ ასე გვინდა“.

 

ახლა, რატომ ვსვამ ხელახლა ამ შეკითხვას: იმიტომ, რომ როცა ერთ ქვეყანას ძალიან უნდა, სხვა ქვეყნებს კი არ შეუძლიათ მას აუხსნან, რომ ზედმეტი უნდა, შეიძლება საქმე დასრულდეს დიდი ომით, მილიონობით დევნილით, ლამაზი ევროპისა და მაღალტექნოლოგიური ამერიკის კრახით.

 

ასეთი ომი ჩვენ უკვე გადავიტანეთ. მას მეორე მსოფლიო ომი ერქვა. და შეგახსენებთ, მან იფეთქა სწორედ იმიტომ, რომ შეშლილებიდან ერთს „ასე მოუნდა“.

 

მოკლედ, პასუხია საჭირო.

 

პირდაპირ ახლაა საჭირო პასუხი.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !