შემთხვევა პეკინის ქუჩაზე მოხდა. „ოპელის“ მარკის ტაქსი ორ ახალგაზრდა გოგონას დაეჯახა.
გოგონებმა ტაქსს გზა გადაუჭეს, მძღოლმა კი დამუხრუჭება ვერ მოასწრო.
ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საადავდმყოფოში გადაიყვანა.
რაც შეეხება, მეორე ახალგაზრდას, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.