ქართველები უკრაინაში - ბრძოლა თავისუფლებისთვის თუ „სხვისი ომი“?

Image

2014 წლის 13 აგვისტოს პატიმრობაში მყოფმა საქართველოს ყოფილმა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ გაავრცელა განცხადება უკრაინა-რუსეთის ომში ქართველ მოხალისეთა მობილიზაციის თაობაზე.

 

ბევრი ამ წერილს აღფრთოვანებითა და დიდი სიხარულით შეხვდა, თუმცა საქართველოს ხელისუფლების მხარდამჭერებმა განცხადება ექსტრემისტულად მიიჩნიეს და ქართველ მოხალისეთა რეკრუტირებაში საფრთხე დაინახეს. ასევე, ბევრი თვლის, რომ ქართველებმა „სხვის ომში“ არ უნდა იბრძოლონ და არ უნდა „დაიკარგოს გენოფონდი“. ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქართველთა მონაწილეობა ანტიტერორისტულ ოპერაციაში, ვეცდებით დავასაბუთოთ წინამდებარე პუბლიკაციაში.

 

საქართველო მდებარეობს კავკასიის რეგიონში. რეგიონში, რომელიც სამართლიანად მიჩნეულია ევრაზიის დენთის კასრად. გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, კავკასია და განსაკუთრებით საქართველო მუდამ იქნება სხვადასხვა დიდი სახელმწიფოების ინტერესთა სფერო. ასეთ რეგიონში შემდგომი გადარჩენისთვის აუცილებელია ერში არსებობდეს ის აქტიური ნაწილი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ბრძოლისთვის მზად იქნება.

 

უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში საქართველომ არაერთ კონფლიქტში მიიღო მონაწილეობა. სამაჩაბლოს ომი, აფხაზეთის ომი, გალისა და კოდორის მოვლენები, რუსეთ-საქართველოს ომი და ასევე სამშვიდობო მისიები კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში. რუსეთის აგრესიის განმეორების რისკი საკმაოდ დიდია და იგი პირდაპირპროპორციულად დამოკიდებულია უკრაინის მოვლენებზე. რაც უფრო ხანგრძლივ კონფლიქტში ჩაებმევა რუსეთი, მით უფრო ნაკლებ რესურსებს გადმოსხავს იგი სამხრეთ ფრონტზე.

 

ანალოგიური ვითარება იყო იუგოსლავიაში, როდესაც ბოსნიაზე გადართული სერბეთის ფონზე შექმნილი ვითარებით ისარგებლა ხორვატიამ, სლოვენიამ და მაკედონიამ, რითაც მილოშევიჩის რეჟიმისგან თავის დაღწევა შედარებით უმტკივნეულოდ მოახერხეს.

 

შეიძლება ითქვას, რომ უკრაინაში მიმდინარეობს ფართომაშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები. ტერორისტულ ძალებს გააჩნია მძიმე, მათ შორის მუხლუხოიანი ტექნიკა, ანტისაჰაერო და ანტისატანკო დანადგარები, საარტილერიო სისტემები და რაც მთავარია, ჩეჩნეთისა და საქართველოს ომის ქარცეცხლგამოვლილი რუსი ოფიცრები. ყოველივე ეს შესანიშნავი ასპარეზია საბრძოლო გამოცდილების მისაღებად, რომელიც სამომავლოდ სახელმწიფოს მნიშვნელოვნად წარადგება. 

 

უკრაინაში ქართველ მებრძოლთა მონაწილეობა გაზრდის საქართველოს და ქართველი ერის ავტორიტეტს მთელი კავკასიის მაშტაბით. იმ ფონზე, როდესაც ევროპაში მცხოვრებმა ჩეჩნებმა გენერალ ისა მუნაევის მეთაურობით ჩამოაყალიბეს მოხალისეთა ბატალიონი, ქართველებმა სულ მცირე ანალოგიური მაშტაბის დანაყოფით უნდა იყოს წარმოდგენილი. ყოველივე ეს დაანგრევს რუსული პროპაგანდის მიერ შექმნილ მითს, თითქოს ქართველი ერი არ არის მებრძოლი და მხოლოდ ცეკვა-თამაში შეუძლია.

 

ცალკე საკიითხია ეწ „სხვისი ომი“. თუმცა, აქვე უნდა გვახსოვდეს ის უნა-უნსოს მებრძოლები, რომელნიც აფხაზეთის ომში საქართველოს მხარეს იბრძოდნენ და რამდენიმე მათგანი ამ ომში გმირულად დაეცა. უნდა გვახსოვდეს ის უკრაინელი სპეციალისტები, რომელნიც აქტიურად ეხმარებოდნენ ქართულ სახელმწიფოს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, განსაკუთრებით ანტისაჰაერო თავდაცვის საშუალებათა მართვისას. მაგრამ მთავარი მაინც გეოპოლიტიკური ვითარებაა.

 

უნდა გვახსოვდეს, რომ თუკი პუტინმა ვერ მიაღწია საწადელს უკრაინაში, იგი მიიღებს მასიურ პროტესტებს უკვე თავად რუსეთის ტერიტორიაზე. ამ პროტესტების პირობებში გარდაუვალია შუა აზიის, ჩრდილო კავკასიისა და ვოლგისპირეთის აფეთქება. პარალელურად, ურალის ქედის აღმოსავლეთით მდებარე ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ტერიტორიები დაიწყებენ მოსკოვისგან დისტანცირებას, განსაკუთრებით ეს მოსალოდნელია თურქულენოვანი ტუვის, იაკუტიისა და ალთაის რესპუბლიკებში. ერთი სიტყვით, მოსალოდნელია 1917 წლის მსგავსი რადიკალური გეოპოლიტიკური გადანაცვლება, სადაც საქართველოს ექნება დაახლოებით 2 წლიანი ვადა, რომ აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა.

 

ამ მიზნის მისაღწევად, საქართველო მოუწევს 58-ე არმიის ნარჩენებთან (თუკი ამ დრომდე იარსება) და მცირე სეპარატისტულ ფორმირებებთან დაპირისპირება. უფრო შორს რომ აღარ წავიდეთ, შეუიარაღებელი თავლითაც ჩანს, თუ რა მნიშვნელობა აქვს უკრაინის საკითხს. და ისიც კარგად ჩანს, რომ ეს ომი სულაც არ არის „სხვისი“.

 

ერთი სიტყვით, ქართველთა უკრაინაში მიმდინარე ანტიტერორისტულ ოპერაციაში ჩართვა სასიცოცხლოა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის. აუცილებელია დაიწყოს მოხალისეთა რეკრუტირება და მათი კომპეტენციის შესაბამის პოზიციებზე განთავსება. თუმცა, გარდა უშუალოდ კონფლიქტის მონაწილეებისა, მნიშვნელოვანია ის მხარდამჭერთა ბაზა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქართველი მებრძოლები მატერიალური, ინფორმაციული და მორალური მხარდაჭერით. უნდა გვახსოვდეს, რომ ომიდან დაბრუნებული ქართველები საქართველოდან რუსული ინტერესების გამოძევებაში საკვანძო როლს შეასრულებენ.

 

პ.ს. გულდასაწყვეტია, რომ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაცვლად უკრაინაში ქართველ მებრძოლთა მობილიზებას ახდენს პატიმრობაში მყოფი ბაჩო ახალაია.

 

ალეკო კვახაძე, კავკასიოლოგი
ექსკლუზიურად მოძრაობა „დიდგორისთვის“

 

რედაქციისგან: მოძრაობა "დიდგორი" "ფეისბუქზე" 20 აგვისტოს დარეგისტრირდა. მოძრაობის სესახებ ინფორმაციაში აღნიშნულია: 

 

"მოძრაობა "დიდგორი" წარმოადგენს ყველა იმ ადამიანის გაერთიანებას, ვისაც გული შესტკივა ქართულ არმიაზე, საქართველოს თითოეულ ჯარისკაცზე, ქართული სახელმწიფოს წინსვლასა და მის ევროპულ მომავალზე; ვინც ფიქრობს და სურს იმოქმედოს საქართველოს დეოკუპაციისათვის; ვინც ენერგიას არ დაიშურებს საქართველოსა და მეგობარი სახელმწიფოების თავისუფლებისათვის ბრძოლაში რუსეთის აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ".

 

გვერდის მისამართი "ფეისბუქზე"

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !