
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ანაკლიაში „კაზანტიპზე“ 21 465 ქართველი და უკრაინელი გოგონა დარეგისტრირდა, მაგრამ თვითმხილველები ამბობენ, რომ ფესტივალზე სუსტი სქესის სიმცირე თვალშისაცემია.
აღსანიშნავია ისიც, რომ ფესტივალზე სტუმრების ძირითად ნაკადს 23 აგვისტოდან ელიან.
მიუხედავად იმისა, რომ დამსწრეთა რაოდენობა მცირეა, ანაკლიაში ჩასული დამსვენებელი მშვენივრად ერთობა.