-
2014-08-22 12:51
ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში მშობიარე გარდაიცვალა. ექიმებმა ახალშობილის გადარჩენა შეძლეს.
გარდაცვლილი სოფელ შემოქმედში მცხოვრები 32 წლის ინგა გ. მესამე შვილს ელოდა.
ექიმების განცხადებით, ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი ,სავარაუდოდ, თრომბოემბოლია გახდა. გარდაცვლილი ბათუმის სამხარაულის კლინიკაში ექსპერტიზაზე გადაასვენეს.