რატომ მოკლეს მალაკნების ბაზართან 32 წლის გელა ხუცაიძე

Image

მომხდართან დაკავშირებით არაერთი ვერსია გავრცელდა. თავდაპირველი ინფორმაციით, საზამთროს გამყიდველს სამი ახალგაზრდა თავს დაესხა.  მან ორი მათგანი დანით დაჭრა, ერთი კი, გელა ხუცაიძე საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

 

 

მას ჭრილობა მუცელში ჰქონდა მიყენებული და სისხლისგან დაიცალა... ეჭვმიტანილი ზურაბ კუტიბაშვილი დაკავებულია.

 

ერთ-ერთი ვერსიით, ამჟამად დაჭრილ ბიჭებს საზამთროს გამყიდველთან ორჯერ მოუვიდათ შელაპარაკება, მესამედ კი, თან მეგობარიც წამოიყვანეს. ბიჭებთან შელაპარაკების შემდეგ, მათ კუტიბაშვილს შეაგინეს და საბოლოოდ ჩხუბი ერთ-ერთი მათგანის მკვლელობით დასრულდა.

 

გარდაცვლილი გელა ხუცაიძის ნათესავი, ხათუნა ბახტურიძე გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.

 

„ჩავიდნენ მის სოფელში და გაიკითხონ, როგორი ბიჭი იყო. მისი მოპარული, მისგან ვინმე შევიწროებული კი არა, ხმამაღალი სიტყვა არავის ახსოვს. დილიდან საღამომდე შრომობდა და ოჯახის რჩენაზე ფიქრობდა..

 

შემოდგომაზე ცოლის შერთვას აპირებდა. იმ საბედისწერო დღეს, წინანდალში ბრუნდებოდა, ბანკეტი ჰქონდათ კლასელებს და იმისთვის უნდა ჩამოესწრო, მეორე დღეს, 17 აგვისტოს გელას დაბადების დღე იყო...

 

როგორც ამბობენ, საზამთროს გამყიდველს გზა გადაკეტილი ჰქონდა, ის ორი ბიჭი, ვინც გელასთან ერთად მუშაობდა, მანქანიდან გადასულან, გზა გაგვითავისუფლეო და ამის ნიადაგზე საზამთროს გამყიდველთან შელაპარაკება მოსვლიათ.

 

საზამთროს გამყიდველს ჰქონია ე.წ. "მანტიროვკა" და ამ ორი ბიჭისთვის დაურტყამს. ერთ-ერთი ახლაც მძიმე მდგომარეობაშია... საზამთროს გამყიდველს არაფერი სჭირს და ამათ თუ ჰქონდათ ხელკეტები, თავს ძალით ხომ არ აცემინებდნენ?..

 

როდესაც ერთ-ერთი წაქცეულა, მხოლოდ ამის შემდეგ გადასულა გელა მანქანიდან, ვითომ გასაშველებლად და ამისთვის მუცელში დანა აქვს გაყრილი. მუცლის ღრუ სისხლით ჰქონია სავსე და საავადმყოფოში მისვლამდე გარდაცვლილა...

 

თვეების იყო, დედა რომ გარდაეცვალა და დეიდაჩემმა შვილივით გაზარდა. რამდენიმე წლის წინ მამაც გარდაეცვალა და დედობილისთვის უთქვამს, მარტონი დავრჩითო. ისეთი საწყალი გული ჰქონდა, გაზაფხულზე ხე მოუჭრია, რომელზეც ჩიტის ბუდე იყო და ის ბუდე სხვა ხეზე გადაუტანია.  

 

მთელი სოფელი ფეხზე დგას. რისი წამრთმევი იყო, რაც შეეძლო ყველას იქით ეხმარებოდა, ხელობა იცოდა და თავისი შრომა არავისთვის დაუყვედრებია. დაბადებიდან საცოდავი და უბედური ყოფილა, ასე საცოდავად მოკვდა და გარდაცვლილზე კიდევ ისეთ გულსაკლავ რამებს ამბობენ, თითქოს მართლა კრიმინალი იყო,“ -აღნიშნა გარდაცვლილის ნათესავმა.

„კვირის პალიტრა“

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !