დავით ბაქრაძის სიმამრი ლერი მეტრეველი თბილისის მთავარ პროკურატურაში დღეს 14 საათზე იყო დაბარებული, თუმცა ის დანიშნულ დროს ვერ გამოცხადდა.
მეტრეველი ქალაქში არ იმყოფებოდა და როგორც ცნობილია, ის პროკურატურაში მოგვიანებით მივა.
გუშინ მედიაში გავრცელებული დოკუმედნტების საფუძველზე პროკურატურამ დავით ბაქრაძის ანგარიშებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 355-ე მუხლითა და 194-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო.