გამორიყული მკვდარი ვეშაპის შიგნეულის ამოფრქვევამ კინაღამ მეცნიერი იმსხვერპლა (ვიდეო)

Image

ფარერის კუნძულების ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი კინაღამ იმსხვერპლა სანაპიროზე გამორიყული მკვდარი ვეშაპის შიგნეულის ამოფრქვევამ, როცა ის ვეშაპის ლეშის დანაწევრებას ცდილობდა.

 

ვეშაპი, რომელიც სანაპიროზე ორი დღით ადრე გამოირიყა, ვიდრე მეცნიერები მისი ლეშის დანაწევრებას მოინდომებდნენ, 13 მეტრის სიგრძის იყო. რამ გამოიწვია მისი სიკვდილი, ჯერ არ დაუდგენიათ, თუმცა, ცნობილია, რომ მუზეუმმა გადაწყვიტა, ვეშაპის ლეშის დანაწევრების შედეგად გაეწმინდათ და მუზეუმში განეთავსებინათ ზღვის გიგანტური ძუძუმწოვარის ჩონჩხი.

 

ბიარნი მიქელსემ სპეციალური კოსტუმი ჩაიცვა და ვეშაპის ლეშს მიუახლოვდა, ხოლო იმ დროს, როცა ის სხეულის დანაწევრებას შეუდგა, ვეშაპის შიგნეულში დაგროვილი მეთანის ამოქმედების შედეგად ვეშაპის ლეში „აფეთქდა“.

 

მეცნიერმა განზე გახტომა მოასწრო, რითაც ზღვაში შიგნეულის ნარჩენებთან ერთად გადავარდნას გადაურჩა. ინციდენტის მიუხედავად, მუზეუმის თანამშრომლებს თავდაპირველ განძრახვაზე ხელი არ აუღიათ.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

საზღვარგარეთ კორონავირუსით საქართველოს მეხუთე მოქალაქე გარდაიცვალა

2020-03-31 13:24
 საზღვარგარეთ კორონავირუსით საქართველოს მეხუთე მოქალაქე გარდაიცვალა-ამის შესახებ დაავადებათა...

საქართველოში კორონავირუსი 110 ადამიანს დაუდასტურდა

2020-03-31 13:15
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 110-მდე გაიზარდა, აქედან 21 ადამიანი უკვე...

პაატა იმნაძე: ახალი შემთხვევებიდან ორი პაციენტის ინფიცირების წყაროს დასადგენად ეპიდკვლევა მიმდინარეობს

2020-03-31 13:13
კორონავირუსით დაინფიცირებული ბოლო პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე შეშფოთების მიზეზს არ იძლევა-...

რჩევები - თავის მოვლისთვის

2020-03-31 12:56
ვისაც აქვს მშრალი კანი, მათთვის საუკეთესოა ვიტამინი F რომელიც ატენიანებს და არბილებს კანს.
რჩეული ვიდეოები

ცნობილი სიმღერის, I Love Rock 'N' Roll ავტორი კორონავირუსით გარდაიცვალა

2020-03-30 14:17
კომპოზიტორი და მომღერალი, ალან მერილი 69 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა.

მღვდელმა ნიუ-იორკი თვითმფრინავიდან აკურთხა( ვიდეო)

2020-03-27 16:10
წმინდა ლუისის ტაძრის კათოლიკე მღვდელმა, ხუან ბენიტესმა ნიუ-იორკი თვითმფრინავიდან აკურთხა. 

თბილისში კაცი კორპუსის სახურავზე ველოსიპედით სეირნობს(ვიდეო)

2020-03-27 11:43
დღეს ინტერნეტში ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს, თუ როგორ სეირნობს კაცი ველოსიპედით მრავალსართულიანი სახლის სახურავზე.

სუფრის გაშლის გამო მარნეულში მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

2020-03-23 18:15
მარნეულში სუფრის გაშლის გამო მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

გამოკითხვა

2018 წელს ხელისუფლების საქმიანობას შევაფასებდი:

დადებითად - 33.3%
უარყოფითად - 50%
საშუალოდ - 16.7%
ხმების რაოდნობა: 6
ხმის მიცემა შეწყვეტილია !

ვალუტა

1
EUR
 - 
3.6363
0.0131
100
RUB
 - 
4.1226
0.0942
1
USD
 - 
3.2845
0.0051