
რამდენიმე კვირის წინ ვწერდით, რომ მომღერალ ოთო ნემსაძეს ნიშნობა ჰქონდა და საცოლეს გულის ფორმის ბეჭედი აჩუქა.
მოგვიანებით წყვილი ზღვის სანაპიროზე ერთად დააფიქსირეს, ორი დღის წინ კი ოთომ და თათამ ჯვარი დაიწერეს.
წყვილმა ქორწილი ბეთანიაში, ღია ცის ქვეშ გადაიხადა.
ღონისძიებას ახლობლები და ცნობილი სახეები დაესწრნენ. სალომე ბაკურაძემ, მებო ნუცუბიძემ, ჯოჯო აბშილავამ და თიკა მახალდიანმა ახალგაზრდებს სიმღერები მიუძღვნეს.