მამაკაცი სახლიდან 5 დღის წინ გავიდა და აღარ დაბრუნებულა. ბოლოს იგი გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში ნახეს.
ოჯახის წევრთა განცხადებით, მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და არ გამოირიცხება, რომ მისი გაუჩინარება სწორედ ამას უკავშირდებოდეს.
სამართალდამცველებთან ერთად მოხუცის ძებნაში საგანგებო სიტუაციების მართვის კახეთის რეგიონიული სამსახურიც ჩაერთო.