
შეკითხვის პასუხად, რას ფიქრობს „ოქროს ბუცის“ შესახებ, გერმანიის ნაკრების წევრმა ტომას მიულერმა არცთუ კორექტული პასუხი გასცა. მისი თქმით, ინდივიდუალური ჯილდოები არ აღელვებს.
„მიმიფურთხებია მაგ სირობისთვის. ჩვენ უკვე ჩემპიონები ვართ, ეგ ბუცი კი შეგიძლიათ, ერთ ადგილას გაიკეთოთ...“ - ამ კომენტარის შემდეგ, რომელიც გერმანულად წარმოთქვა, ტომას მიულერმა გასახდელს მიაშურა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში მიულერმა ხუთი გატანილი გოლით მეორე ადგილი დაიკავა. მას ერთი გოლით ჰამეს როდრიგესმა აჯობა და „ოქროს ბუცის“ მფლობელი გახდა.