
დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამაღთლო პროცესი ბრალდების მოწმეების მოსმენით განახლდება.
წინა პროცესზე მხოლოდ ერთი მოწმე დაიკითხა. როგორც ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, დანარჩენი სამი მოწმე, რომლებიც მისული იყვნენ სასამართლოზე, პროკურატურამ, უბრალოდ, ვერ იპოვა, რადგან ისინი სასამართლოდან წავიდნენ:
„დღევანდელ პროცესზე ბრალდების მოწმეების დაკითხვა გაგრძელდება, მაგრამ არა მგონია, ამან რაიმე შედეგი გამოიღოს. ჩვენ გვინდა, პროკურატურას მოვუწოდოთ, რომ მოწმეების მიმართ აგრესიული ტონი შეცვალოს, რასაც იმიტომ მიმართავენ, რომ მოწმეები მათ სასარგებლოდ არაფერს ამბობენ“, – აცხადებს ჭიაბერაშვილი.