
ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონი, მიხეილ შუმახერს, რომელიც ორშაბათს კომიდან გამოვიდა, ჯერ ლაპარაკი არ შეუძლია, თუმცა თვალებს ახელს და ხმები ესმის.
ყველაზე მეტად სპორტსმენი თავისი მეუღლის კორინას მის გვერდით ყოფნაზე რეაგირებს. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ გერმანულ ტაბლოიდ „Bild“-ზე დაყრდნობით იუწყება.
შუმახერი მალე იღლება, მას დასვენება ესაჭიროება. ამის გამო სპორტსმენთან კონტაქტი მინიმუმამდეა დაყვანილი. გარდა ამისა, შუმახერს ეხლა უკვე შეუძლია რამდენიმე ხანი ხელოვნური აპარატის გარეშეც გაძლოს, რომელზეც იგი დიდი ხნის განმავლობაში იყო მიერთებული.
სპორტსმენმა მთელი ამ ხნის განმავლობაში 20 კგ დაიკლო და ამ დროისთვის 55 კგ იწონის. ეხლა შუმახერს რეაბილიტაციისთვის ხანგრძლივი დრო დასჭირდება. იგი ლოზანაში - სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, რეაბილიტაციის პერიოდმა, შესაძლოა, მრავალ თვეს გასტანოს.