კახა კუკავა შესაძლოა, პოლიტიკიდან წავიდეს

Image

კუკავას განმარტებით, თვითმმართველობის არჩევნებზე მოსახლეობამ "თავისუფალ საქართველოს" დაანახა, რომ მისი სამსახური საქართველოს არ სჭირდება.

 

 

"ჩვენი ხმები მოიპარეს. იყო ბიძინა ივანიშვილის დავალება, რომ არ გადაგველახა ბარიერი, მაგრამ ვაცნობიერებთ იმასაც, რომ ჩვენმა ამომრჩეველმა გამოგვიცხადა უნდობლობა. ყველა შემთხვევაში შედეგი იქნებოდა დაბალი. არასდროს არაფერს გამოვკიდებივარ. ჩვენ მივიღეთ ამომრჩევლის მკაფიო გზავნილი, რომ ჩვენი სამსახური საქართველოს მოსახლეობას არ სჭირდება. უახლოეს მომავალში შეიკრიბება პარტიის ხელმძღვანელობა და მიიღებს გადაწყვეტილებას, რა და როგორ გაკეთდეს", - განაცხადა კუკავამ.

 


რაც შეეხება გადაცემის წამყვანის შეკითხვას, რამდენად შეიძლება მან პოლიტიკიდან წასვლაზე იფიქროს, კუკავამ აღნიშნა, რომ "ლოგიკურად ამაზე ფიქრობს". "მე ბუნებრივია, ლოგიკურად ამაზე უნდა ვიფიქრო, თუმცა არ მინდა დაბალი შედეგის შემდეგ პირდაპირ გავაკეთო ეს განცხადება. მე პოლიტიკაში მოვედი 10 წლის წინ ჩემი პრინციპებით. შემეძლო სხვადასხვა მთავრობების დროს მაღალი თანამდებობები დამეკავებინა და ამაზე უარი განვაცხადე.

 

ფსონი დავდე იმაზე, რომ ყოველთვის, როცა რუსთაველზე გამოდიოდა თბილისი, მის გვერდზე ვმდგარიყავი. არ ამცილებია არც ერთი "დუბინკა", მხუთავი აირი და წყლის ჭავლი. ჩვენმა საზოგადოებამ, თბილისმა ეს შეაფასა 2 %-იანი მხარდაჭერით და სულელი უნდა ვიყო, რომ ამის შემდეგ კიდევ ვიფიქრო იმაზე, რომ არაფერი შესაცვლელი არ არის", - აღნიშნა კუკავამ.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !