
ეკა ხერხეულიძე ლონდონში მომხდარ ერთ ფაქტს მისივე მეგობრის მონათხრობზე დაყრდნობით იხსენებს და პარალელს ავლებს დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს ორ მოქალაქეს შორის.
„ჩემი მეგობარი ლონდონში გახლდათ არჩევნებზე დამკვირვებლად (უმეტესობა თქვენთაგანი იცნობთ და პირადად ექნება მონათხრობი ) .
საარჩევნო უბნის დახურვის შემდეგ კომისიის თავმჯდომარემ ამოიღლიავა ბიულეტინებით სავსე ურნა და ამ ჩემს მეგობართან ერთად ტრამვაით იმგზავრა ცენტრალურ საარჩევნო კომისიამდე. გზაში გაკვირვებული ქართველი დამკვირვებელი ეკითხება:
"მესმის,რომ მშვიდობიან გარემოში ჩატარდა არჩევნები ,მაგრამ ამხელა ნდობის ლეგიტიმაცია საიდან მოიპოვეთ ,ხომ შესაძლებელია ადამიანების არჩევანის შეცვლა ხელისშემშლელი გარემოებების გარეშე მოახერხოთო".
გაკვირვებულმა ინგლისელმა უპასუხა-"მე ეს პატივი წინაპრებისგან მერგო და პირველ რიგში ისინი უნდა მოვატყუო".
ქართველი კიდევ უფრო ჩაუღრმავდა ადამიანური ცდუნების შესაძლებლობებს და ჰკითხა-"ეს არის მთავარი არგუმენტი,რის გამოც არჩევნების შედეგებს არ გააყალბებდითო?"
უფრო დაბნეულმა ინგლისელმა მიუგო-"ეს დაუშვებელია,მსგავსი საქციელის შემთხვევაში ჩემი მეზობლები აღარ მომესალმებიან და არც არასდროს დამპატიჟებენ ჩაიზე"
ეს ამბავი მარნეულის იმ მოქალაქის შემხედვარეს გამახსენდა, კალათბურთის ფარივით რომ ტენის ბიულეტენებს. ნეტა, ჩაი ვისთან ერთად დალია კადრების გასაჯაროების შემდეგ ...“, - წერს ეკა ხერხეულიძე „ფეისბუქში“.