უსუფაშვილი: მოსახლეობა ხელისუფლებას მიანიშნებს, რომ მუდმივი არაფერია

Image

საქართველოს მოსახლეობა უპირობოდ ენდობა "ქართულ ოცნებას", მაგრამ ამავდროულად მიანიშნებს მას, რომ საჭიროა მეტი და უკეთესი მუშაობა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა "ტელეიმედის" ეთერში, არჩევნების შედეგების შეფასებისას განაცხადა.

 

 
მისი თქმით, მოსახლეობა უკეთეს ალტერნატივას ვერ ხედავს, ვისაც გადააბარებდა ხელისუფლებას, მაგრამ მიანიშნებს იმაზე, რომ არავინ და არაფერი არ არის მუდმივი ამ ქვეყანაში და საჭიროა მეტი მუშაობა. 

 


"ამ არჩევნებმა არავითარ შემთხვევაში არ მოგვცა რაიმე სახის ეიფორიის საშუალება. ყველგან რომ გაგვემარჯვა და მიგვეღო 70-80 პროცენტი, ეს უარყოფითად იმოქმედებდა ჩვენს საქმიანობაზე. დღეს ჩვენ დავინახეთ, რომ მოსახლეობა ფხიზლად გვადევნებს თვალს", - აღნიშნა უსუფაშვილმა. 

 


ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე მეტ აქტივობას ელოდა.

 

"მეტ აქტივობას ველოდი. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მთელს მსოფლიოში, ყველა ეპოქაში გამოირჩევა იმით, რომ აქტივობა დაბალია. ასეთია საქართველოს საარჩევნო ისტორიაც, ამიტომ ერთის მხრივ, შედარებით დაბალი აქტივობა ამით არის განპირობებული.

 

ვთვლიდი, რომ აქტივობა იქნებოდა ბოლო საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს შორის. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლების 66% მოვიდა, გასულ საპრეზიდენტო არჩევნებზე 46% ახლა კი, სადღაც 44%-მდეა. მე კი, ველოდი 47-48% აქტივობას. ერთ რამეს მინდა ხაზი გავუსვა, ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს არჩევნებზე მოსვლის თავისუფალი ნება და მოსვლის შემთხვევაში თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლება", - განაცხადა უსუფაშვილმა. მისი თქმით, მეორე ტურში საკმაოდ სერიოზულ აქტიურობა იქნება, რადგან უკვე კონკრეტული საკითხებია გადასაწყვეტი.

 


უსუფაშვილი ოპონენტების განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, "ქართული ოცნება" ამომრჩეველს კარგავს.

 

"ხალხისგან, რომელიც ამომრჩეველს მართლაც კარგავს და დაკარგა, მათი მხრიდან ამ თემაზე საუბარი საზოგადოებამ თავად განსაჯოს, როგორია", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა და აღნიშნა, რომ საერთო ჯამში არჩევნებით და საარჩევნო პროცესით კმაყოფილია. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

ხანძარი გემზე - ქართველმა მეზღვაურებმა ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს(ვიდეო)

2020-04-09 12:47
 ქართველმა მეზღვაურებმა ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს-ხომალდზე ხანძარი წუხელ გაჩნდა. სამაშველო...

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !