ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამ დროისთვის დედაქალაქში 729 უბნიდან 713 უბნის მონაცემები გამოაქვეყნა, რაც 97%-ზე მეტს შეადგენს.
როგორც დღეს საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე ცესკოს პრესსპიკერმა ეკა აზარაშვილმა განაცხადა, თბილისის მერობის კანდიდატთა პროცენტული მაჩვენებელით ამ დროისთვის ლიდერი კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატი დავით ნარმანიაა, რომელიც 46,11 %-ით ლიდერობს.
მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ნიკა მელიაა 27,94 %-იანი მაჩვენებლით. მერობის სხვა კანდიდატთა რეიტინგი ამ ეტაპზე ასეთია: კახა კუკავა – 2,32 %, დიმიტრი ლორთქიფანიძე – 12,81 %, გიორგი გაჩეჩილაძე -1,14 %, მიხეილ სალუაშვილი – 0,33 %, ირმა ინაშვილი – 5,36 %, სერგო ჯავახიძე – 0,36 %, ირაკლი ღლონტი – 0,36 %, გიორგი ლაღიძე – 0,11 %, თეიმურაზ მურვანიძე – 0,5 %, ასმათ ტყაბლაძე – 2,46 %, გიორგი ლილუაშვილი – 0,11 %, როინ ლიპარტელიანი – 0,11 %.