შემთხვევა იოსებიძეზე: 20 წლის გოგო დააბეს, ბინა გაქურდეს და სამზარეულოში აირი მოუშვეს

Image

შემთხვევა იოსებიძის 72 ბ კორპუსში, პირველი სადარბაზოს პირველ სართულზე მდებარე ბინაში ორი დღის წინ მოხდა: ქალმა და მამაკაცმა ბინაში მოტყუებით შეაღწია.

 

როგორც დაზარალებულთა მეზობლები ამბობენ, ბინაში ყაჩაღების შეღწევის დროს ოჯახის წევრებიდან შინ მხოლოდ 20 წლის გოგონა იყო, რომელიც გაქურდვის მიზნით შესულმა ქალმა და მამაკაცმა დააბეს, პირი აუკრეს, სახლიდან კი ძვირფასეულობა და ფული წაიღეს, რის სამალავსაც თავად მიაგნეს.

 

მეზობლები ამბობენ, რომ ბინიდან გასვლის წინ ყაჩაღებმა სამზარეულოში ბუნებრივი აირი მოშვებული დატოვეს, თუმცა, გოგონა გადარჩა, რადგან ყაჩაღების წასვლიდან ცოტა ხნის შემდეგ შინ მისი მშობლები დაბრუნდნენ. მეზობლების თქმით, დაზარალებულებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

 

„აფხაზეთის ხმა“ მომხდარი ფაქტის გადამოწმების მიზნით შსს-ს პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც მომხდარს ჯერჯერობით ვერ ადასტურებენ. შსს-ს პოზიციას ინფორმაციასთან დაკავშირებით მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ. 

 

შენიშვნა: ფოტოილუსტრაცია

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გორში „ნაცმოძრაობის“ ოფისის დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

2020-06-26 12:41
გორში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შენობის და ოფისში არსებული ნივთების დაზიანების...

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებს შორის ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილიც არის

2020-06-26 12:38
ძიუდოისტ გიგა ტატიაშვილის მამის, რამაზ ტატიაშვილის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე...

პარლამენტში პრემიერის წლიური ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობს

2020-06-26 12:29
პარლამენტში პლენარული სესია მიმდინარეობს, სადაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია წლიურ ანგარიშს წარადგენს.
რჩეული ვიდეოები

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

კნუტების გასეირნება ჯორჯიის ცარიელ აკვარიუმში(ვიდეო)

2020-04-10 12:52
აშშ-ში, კორონავირუსის გამო დახურული ჯორჯიის აკვარიუმი ცხოველებისთვის ექსკურსიების მოწყობას...

ხანძარი გემზე - ქართველმა მეზღვაურებმა ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს(ვიდეო)

2020-04-09 12:47
 ქართველმა მეზღვაურებმა ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს-ხომალდზე ხანძარი წუხელ გაჩნდა. სამაშველო...

გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ სახელმწიოფოს მუშაობას "კორონა ვირუსისი" წინააღმდეგ?

დადებითად - 44.4%
უარყოფითად - 55.6%
ხმების რაოდნობა: 9
ხმის მიცემა შეწყვეტილია !

ვალუტა

1
EUR
 - 
3.4221
0.0000
100
RUB
 - 
4.2811
0.0000
1
USD
 - 
3.0465
0.0000