-
2014-09-18 15:18
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტის) უფროსად მალხაზ ჩიკვილაძე დაინიშნა, შსს-ს პრესსამსახურში არც უარყოფენ და არც ადატურებენ.
მალხაზ ჩიკვილაძე წინა ხელისუფლების დროს შსს-გენინსპექციაში მუშაობდა. ის გენინსპექციის უფროსის - ვასილ სანოძის მოადგილე იყო. ჩიკვილაძემ შსს-ში მუშაობა 2012 წლის არჩევნების შემდეგაც გააგრძელა, ახლა კი, გავრცელებული ინფორმაციით, სუს-ის უფროსის მოადგილე გახდა.
მალხაზ ჩიკვილაძე ფიგურირებს ცნობილ ვიდეოში, რომელიც 2010 წელს ვიდეოპორტალებზე გავრცელდა და სადაც ჩანს, როგორ ესვრის ტირის თოფს თბილისში მომიტინგეებს ვასილ სანოძე. აივანზე სანოძესთან ერთად მალხაზ ჩიკვილაძეც იმყოფება.
