დათხოვნილ პოლიციელს დაკითხვაზე იბარებენ, ერთი დღით ადრე კი უცნობი ნომრიდან ემუქრებიან

Image

ახალი ხელისუფლების მიერ სამსახურიდან დათხოვნილ პოლიციელს ვაჟა მორგოშიას დაკითხვაზე ოფიციალურად იბარებენ, დაკითხვამდე ერთი დღით ადრე კი უცხო ქვეყნის ნომრიდან ურეკავენ და ყელის გამოჭრით ემუქრებიან.

 

ვაჟა მორგოშია „აფხაზეთის ხმასთან“ ამბობს, რომ მას „ფეისბუქზე“ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი ზაზა დავითაია დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუს ჩასაწერად დარეკვა სთხოვა. როგორც ვაჟა მორგოშიამ „აფხაზეთის ხმას“ უთხრა, ჟურნალისტს დაურეკა და მასთან საუბრისას უდიერად მოიხსენია ბიძინა ივანიშვილი, როგორც „თავისუფალ ზონაზე“ ჭორების გამვრცელებელი, რასაც ჟურნალისტის უკმაყოფილება მოჰყვა.

 

მორგოშიასვე მტკიცებით, გაღიზიანებულმა დავითაიამ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც შეურაცხყოფითვე უპასუხა, ხოლო მას შემდეგ, რაც მოსაუბრემ ტელეფონი გათიშა, რამდენიმე მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა - ასევე შეურაცხმყოფელი ტექსტით.

 

ვაჟა მორგოშია ამბობს, რომ ზაზა დავითაიას არ დამუქრებია სიცოცხლის მოსპობით ან სხვა მოქმედებით, ამიტომ მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, როცა პოლიციიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ დაკითხვაზე იბარებდნენ: „მე ვუთხარი, რომ უწყების გარეშე დაკითხვაზე არ მივიდოდი, მათ ესაუბრა ჩემი ადვოკატი რომეო საჯაიაც და იგივე უთხრა, რის შემდეგაც უწყება გამომიგზავნეს და 12 სექტემბერს, 10 საათზე დაკითხვაზე დამიბარეს“, - ამბობს ვაჟა მორგოშია „აფხაზეთის ხმასთან“.

 

ჟურნალისტი ზაზა დავითაია, რომელსაც „აფხაზეთის ხმა“ დაუკავშირდა, ვაჟა მორგოშიას ვერსიას „გაუგონარ სიცრუეს და აბსოლუტურად არასწორს“ უწოდებს. ჟურნალისტი ამბობს, რომ მისი ნომერი, პარალელურად, ცხელი ხაზის ნომერიცაა და მასთან დახმარების თხოვნით ხშირად რეკავენ ადამიანები:

 

„როცა ჩემს ტელეფონზე ღამის ორ საათზე ზარი შემოვიდა, არ გამკვირვებია, მაგრამ როცა უცნობმა მამაკაცმა (მე არ ვიცოდი, რომ ის ვაჟა მორგოშია იყო) მითხრა, ინფორმაცია მაქვსო, დავინტერესდი, საჩქარო იყო თუ არა ეს ინფორმაცია. როცა მითხრა, საჩქარო არ არისო, ერთადერთი ის ვუთხარი, მერე, შე ოჯახაშენებულო, რა იქნებოდა, დილით დაგერეკა-მეთქი, რასაც მისი მხრიდან აგრესიული პასუხი მოჰყვა“. ჟურნალისტი ამბობს, რომ მორგოშია მისგან მოითხოვდა, „თავი დაენებებინა ბაჩო ახალაიასთვის“.

 

ზაზა დავითაიას თქმით, აგრესიული და შეურაცხმყოფელი ფრაზების შემდეგ ვაჟა მორგოშიამ ტელეფონი გათიშა და რამდენიმე მოკლე ტექსტური შეტყობინება მისწერა, სადაც მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ „უკიდურესად შეურაცხმყოფელი გინების ტექსტი იყო“. მისივე თქმით, ის მორგოშიას ნომერზე დარეკვას ცდილობდა, მაგრამ მან ზარებს არ უპასუხა, რის შემდეგაც პატრულს დაუკავშირდა.

 

პოლიციისთვის მიცემული ჩვენების შედეგად აღიძრა საქმე, მაგრამ ზაზა დავითაიას თქმით, გამოძიება ჭიანურდებოდა, რის შესახებაც მან პოლიციაშიც განაცხადა და შსს-ს გენინსპექციაშიც, ხოლო შემდეგ დამოუკიდებელი ჟურნალისტური გამოძიება დაიწყო:

 

„ჩემთვის უკვე ცნობილია ამ პიროვნების ბიოგრაფიის დეტალები, კარგად ვიცი მისი საქმიანობის შესახებ და ისიც ვიცი, რას საქმიანობდა მამამისი. თუ ამ ქვეყანაში პოლიცია უბრალო ადამიანის ღირსებას ვერ იცავს, მე თავად დავიცავ ჩემს ღირსებას და თუკი ეს საქმე იურიდიულად ვერ მივიყვანე ბოლომდე, ვაჟა მორგოშიას პასუხს მე გავცემ. სიტყვასიტყვით ასე დაწერეთ, რომ თუ მან ის ვერსია გითხრათ, რასაც თქვენ მიყვებით, არაკაცი ყოფილა“, - ამბობს ზაზა დავითაია.

 

ვაჟა მორგოშიას განცხადებით კი, მისი კონფლიქტი ზაზა დავითაიასთან არ ამოწურულა ჟურნალისტთან მიმოწერით. მან „აფხაზეთის ხმას“ უთხრა, რომ დაკითხვამდე რამდენიმე საათით ადრე მის მობილურზე, სავარაუდოდ, უკრაინული მობილური ოპერატორის ნომრიდან ზარი შევიდა. მოსაუბრე მას წარუდგა, როგორც გიორგი:

 

„მან მკითხა, თუ რა პრობლემები მქონდა. როცა მისი ვინაობით დავინტერესდი, მიპასუხა, ამას მნიშვნელობა არა აქვსო. მე ვუთხარი, როგორ არა აქვს მნიშვნელობა, როცა ჩემი პრობლემებით ინტერესდები-მეთქი და ამის მერე უკვე „აზრზე მოდი, ბიჭო!“ და მსგავს ტერმინებზე გადავიდა, თანაც, მიმეორებდა, ზაზა დავითაიას შეეშვი, თორემ პასუხს ჩემგან მიიღებ, ყელს გამოგჭრიო“.

 

ვაჟა მორგოშია ამ ზარსა და ზაზა დავითაიას მიერ „ფეისბუქზე“ დაწერილ კომენტარს შორის კავშირს ხედავს: „მან დაწერა, რომ თუ პოლიცია არ მომხედავდა, მაშინ თვითონ და ქართველი ხალხი მომხედავდა. ნომერი ჩანიშნული მაქვს, საიდანაც ზარი შემოვიდა, დაკითხვაზე რომ მივალ, აუცილებლად დავუსვამ კითხვას გამომძიებელს, რას აპირებენ ამ მუქარასთან დაკავშირებით“, - ამბობს მორგოშია და იმასაც იხსენებს, რომ ზაზა დავითაიას გვერდზე „ფეისბუქში“ „ასავალ-დასავალის“ მკითხველები მას შურისძიებითა და მოკვლითაც კი ემუქრებოდნენ.

 

ჟურნალისტი ზაზა დავითაია ამ ზართან დაკავშირებით ამბობს, რომ არ იცის, ვინ დაურეკა ვაჟა მორგოშიას, რადგან ის კაცი არ არის, ვინმე სთხოვოს, მის ნაცვლად გასცეს პასუხი შეურაცხყოფას:

 

„არ ვიცი, ვინ დაურეკა, მე უამრავი ადამიანი მიცნობს, შესაძლოა, ის ჩემი გულშემატკივარი ყოფილიყო, ან სრულიად უცნობი ჩემთვის, ან კიდევ, ასე ვთქვათ, უგუნური მოყვარე, რომელმაც გულუბრყვილოდ დამიჭირა მხარი, სინამდვილეში კი კოზირი მისცა ხელში მათ. მე ის კაცი არ ვარ, მორგოშიას სხვები მივუქსიო, თუ პასუხის გაცემა იქნება საჭირო, თავად გავცემ პასუხს და ჩირგვებში არ დავიმალები: თუ ვაჟა მორგოშიას ქუჩაში მიბერტყავს ვინმე, კეთილი ინებოს და თავად გასცეს პასუხი, ხოლო მე რასაც გავაკეთებ, იმაზე მე ვაგებ პასუხს“, - უთხრა მან „აფხაზეთის ხმას“.

 

ზაზა დავითაია ვაჟა მორგოშიას პრეტენზიითაც გაოცებულია: „როცა მისი პრეტენზია მოვისმინე, რომ ბაჩო ახალაიასთვის თავი გამენებებინა, მე გადავხედე ჩემს ბოლოდროინდელ პუბლიკაციებს და იქ ბაჩო ახალაია მხოლოდ ერთხელაა ნახსენები, ისიც ჩემი რესპოდენტის მიერ და მესამეხარისხოვან კონტექსტში. არასდროს მომიხსენიებია ჩემს პუბლიკაციებში ვინმე უსამართლოდ.

 

მეტსაც გეტყვით: ჩემი ციხეში ყოფნის დროს ბაჩო ახალაიას არ მიუმართავს არანაირი არასწორი მოქმედებისა და ზეწოლისთვის ჩემს მიმართ და დარწმუნებული ვარ, რა ზეწოლაც ჩემზე ხდებოდა, ის ამის საქმის კურსში არ იყო. მით უმეტეს, მე უსამართლოდ ვიჯექი, ხოლო ბაჩო ახალაია რომ ვაშლის გათლაზე ზის, ესაა სწორედ კურიოზი, ის მის მიმართ უფრო მეტი პრეტენზიის გამო უნდა იჯდეს... სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ მორგოშიას ზარი ჩემთან მიზანმიმართული პროვოკაციაა და ის მეთოდია, რომელსაც, ზოგადად, „თავისუფალი ზონა“ იყენებს“, - თქვა დავითაიამ „აფხაზეთის ხმასთან“ საუბარში.

 

ვაჟა მორგოშია დაკითხვაზე 10 საათზე, მოწმის სტატუსითაა დაბარებული. დამატებით განცხადებებსა და განმარტებებს ის, სავარაუდოდ, სწორედ დაკითხვის შემდეგ გააკეთებს. 

 

ლაშა ბერულავა

 

 

 

73f89db8e1e00e20d2a3450202efcd0520a0c192b4b852f132195856bbe5d4fa.jpg

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !