
„აფხაზეთის ხმის“ ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გუშინ საღამოს კოპიტნარში ჩაფრინდა, საიდანაც ავტომანქანით წყალტუბოში გადაიყვანეს.
„აფხაზეთის ხმის“ წყაროს ცნობით, პატრიარქი 12 დღით წყალტუბოში დაისვენებს. პატრიარქის წყალტუბოში გამგზავრების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია საპატრიარქოს, ჯერჯერობით, არ გაუვრცელებია.
პატრიარქს აეროპორტში ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე და ეპარქიის სხვა სასულიერო პირები დახვდნენ. წყალტუბო ქუთაისი-გაენათის ეპარქიის შემადგენლობაში შედის.