-
2014-05-09 15:30
Postavil statuetku Stalina v centre Gori - ასეთი აღწერა გაუკეთა "ევრაზიის ინსტიტუტის" წარმომადგენელმა და ლიდერმა საქართველოში ირაკლი ყიფიანმა ფოტოს, რომელიც გამოაქვეყნა. ფოტოზე გეორგიევსკის ლენტებით მკერდდამშვენებული ახალგაზრდები სტალინის ბიუსტთან პოზირებენ, რომელიც სსრკ-ს გერბითაა დამშვენებული.
როგორც ფოტოდან ჩანს, სტალინის ბიუსტი გორში მანქანით, საგანგებოდ ამ ღონისძიების გასამართად მიიტანეს. აქცია 9 მაისის დღესასწაულის აღნიშვნას მიეძღვნა. გორის ცენტრში რუპორით მისულმა "ევრაზიის ინსტიტუტის" წარმომადგენლებმა მოსახლეობას მოუწოდეს, მიეგოთ პატივი სტალინის ხსოვნისთვის, თუმცა, მათ მოწოდებას მხოლოდ რამდენიმე, ხანშიშესული მოქალაქე გამოეხმაურა.


თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-12-20 00:32
-
2016-12-19 22:06
-
2016-12-19 21:32
-
2016-12-19 11:29