
ურალის სკოლების მეორეკლასელთა მშობლები აღაშფოთა 2011 წლის სასწავლო წლის დასაწყისში მათი შვილების ლიტერატურის სახელმძღვანელოში მოხვედრილი ცნობილი ზღაპრის ახლებურმა ვარიანტმა:
მასში მოთხრობილია, როგორ სთავაზობს მგელი წითელქუდას, გაშიშვლდეს და მის გვერდით საწოლში დაწვეს. ის ასეც იქცევა და ტანსაცმელს ცეცხლში ყრის, მერე კი ეკითხება, რატომ აქვს „ბებოს“ ამხელა მხრები, კბილები და თვალები.
სახელმძღვანელო რუსეთის განათლების სამინისტროს მიერა იყო დამტკიცებული, ხოლო რეკომენდირებული - რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მიერ.
სპეციალისტების აზრით, სახელმძღვანელოს შემქმნელებმა შარლ პეროს ზღაპრის ძველი, თავდაპირველი, ჯერ კიდევ მე-16 საუკუნის დროინდელი, ხალხური ვარიანტი გამოიყენეს, სადაც ზუსტად ეს სცენაა აღწერილი, ხოლო ზღაპრის მორალი ქალწულებისთვის იმისკენ მოწოდებაა, რომ მაცდუნებლების ანკესზე არ წამოეგონ.
ლიტერატურის რუსი სპეციალისტებიც გაოცებულნი იყვნენ იმის გამო, რომ პეროს ზღაპრის ეს ვარიანტი, რომელიც ფართოდ არაა ცნობილი, მეორეკლასელთა სახელმძღვანელოში მოხვდა. მშობლებმა დაჟინებით მოითხოვეს ზღაპრის ძველი, ცნობილი და ბავშვებისთვის გასაგები ვარიანტის სახელმძღვანელოში აღდგენას, რაც მხოლოდ მომდევნო წელს დაკმაყოფილდა.
მთავარ გვერდზე: გუსტავ დორეს ნახატი